Jim_Morrison„უმთავრესი მხარე თავისუფლებისა არის იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. თქვენ ვაჭრობთ თქვენი რეალობით თქვენივე როლისთვის. თქვენ თმობთ უნარს, რომ განიცადოთ და სანაცვლოდ ატარებთ ნიღაბს“.

„სიყვარულს არ ძალუძს გიხსნას საკუთარი ბედისწერისგან“.

„არის ნივთები, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არა გვაქვს და არის ნივთები, რომელთა შესახებაც წარმოდგენა გქვაქვს, ხოლო მათ შორის კი არის კარები“.

„მომავალი ნისლშია გახვეული, დასასრული კი ყოველთვის ახლოა“.

„ყოველი ადამიანი, რომელიც მართავს იმფორმაციის გავრცელებას, აკონტროლებს სხვათა გონებას“.

„ხალხი უცნაურია, როდესაც შენ უცხო ხარ“.

„მეგობრებს ძალუძთ დაეხმარონ ერთმანეთს გარდაუვალ სიტუაციებში. ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც გაგრძნობინებს სრულ თავისუფლებას საკუთარ თავთან“.

„ხალხს უფრო მეტად ეშინიათ სიკვდილის, ვიდრე ტკივილის. უცნაურია, რომ მათ ეშინიათ 1401x788-20110101_gaf_g49_138964სიკვდილის. ცხოვრება უფრო მეტ ტკივილს გაყენებს, ვიდრე სიკვდილი, რადგან სიკვდილის ჟამს ტკივილი დასრულებულია“.
განაგრძე კითხვა…

antoine-st-exupery„მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან“.

„სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ“.

„გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით“.

„ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია“.

„რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის“.

„შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“.

„მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია“.

„სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს“.

„სიცოცხლე – ესაა თანდათანობით დაბადება“.

„სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის“.

„ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო, ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები“.

„პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით“.

„გუნდურად სიმღერა ერთია სიმღერის მოფიქრება კი მეორე“.
Antoine-de-Saint-Exupéry-in-cocpit-of-Lockheed-F-5B
„ვისზეც მბრძანებლობ იმის სიყვარული შეიძლება, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უნდა უთხრა“.
განაგრძე კითხვა…

ggg— მე შენ მიყვარხარ!
— არა გჯერა?
— ვიცი, რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა, რომ…
მე შენ მიყვარხარ!..
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ ისეთს, როგორიც იყავი.
დილა არის.
თოვს…
ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს…
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გავხარ. დგეხარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.
თოვდა…
მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა – ჩვენ ცაში ავფრინდით!
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა მასწავლებელიც მოფრინავდა, თუ არა.
განაგრძე კითხვა…

shop_product_image_1682„სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება“.

„ლოთობისგან, ისევე როგორც გონებრივი მუშაობისგან, მსუქანი ადამიანი უფრო მეტად სუქდება, გამხდარი კი ხდება“.

„თვითმკვლელობა არის შედეგი გრძნობისა, რომელსაც თუ გნებავთ, ვუწოდებთ „გრძნობას საკუთარი თავის პატივისცემის“. იმ დღეს, როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს იგრძნობს, იმ დღეს, როცა დაინახავს ყველას ვძულვარო, იმ დროს, როცა ცხოვრების სინამდვილე წინ აღუდგება მის იმედებს, თავს იკლავს და ამგვარად გამოხატავს პატივისცემის გრძნობას საზოგადეობისადმი, სადაც მას არ სურს დარჩეს მოკლებული ღირსებას ან ბრწყინვალებას. რაც უნდა თქვან ათეისტებს შორის (როცა თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, გამოირიცხება ქრისტიანები) მხოლოდ უსინდისოები ეგუებიან პატივაყრილ არსებობას“.

„თვითმკვლელობა სამგვარი ხასიათისაა: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თვითმკვლელობა, როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის უკანასკნელი შემოტევა. იგი, რა თქმა უნდა პათოლოგიურ სფეროს განეკუთვნება. ამას მოსდევს სასოწარკვეთილების შედეგად გამოწვეული თვითმკვლელობა და, ბოლოს, გონების კარნახით გამოწვეული თვითმკვლელობა. სასოწარკვეთილებიდან და გონების კარნახის შედეგად თვითმკვლელობის განზრახვისგან შეიძლება ადამიანმა ხელი აიღოს, მხოლოდ პათოლოგიურ თვითმკვლელობას არ ეშველება არაფერი. ხშირად სამივე მიზეზი ერთად იყრის თავს, როგორც დაემართა ჟან-ჟაკ რუსოს“.

„კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან“.

„სიძუნწეს, მიჯნურობის მსგავსად, მომავალი შემთხვევითობის ორმაგი ხილვის ნიჭი აქვს მომადლებული. იგი მას წინასწარ ჭვრეტს და მოახლოებას აჩქარებს“.

„დიდი გონებით დაჯილდოებული ადამიანების ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ, მათდა უნებურად, ყოველივე ერთნაირად გასაგებია მათთვის, ბოროტებაც და სიკეთეც“.

„მიჯნურთა სურვილი ყველაფერს ამარცხებს“.

„ფართო საზოგადოების უქონლობა სოფლის ცხოვრების უმთავრესი ხარვეზია. აღარც ჩაცმულობას აქცევ ყურადღებას, აღარც თავის დაჭერას და იმისთვის პატარ-პატარა მსხვერპლსაც აღარ იღებ, სხვისთვის თავის შეწუხების ჩვეულებას ჰკარგავ. ხოლო ეს ადამიანის ფორმის და არსის დამახინჯებას იწვევს“.

„ჩვენი სასაცილო მოქმედება უმთავრესად გამოწვეულია უკიდურესობამდე მიყვანილი, რაიმე მშვენიერი გრძნობით. სიქველით ან ნიჭიერებით. თუ რჩეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პეწი არ გაკრავს სიამაყე უხეშობად იქცევა, როცა წვრილმანებზე იხარჯება. ნაცვლად იმისა, რომ ამაღლებულ სფეროში მოხვედრილი თვითონაც ამაღლდეს“.

„პროვინცია ინტელექტს ზღუდავს, გემოვნებაც დამდგარი წყალივით იხრწნება, გრძნობებს გასაქანი არ ეძლევა, კნინდება და უმნიშვნელო მოვლენები დიდ ამბებებად იქცევა. ეს კი პროვინციული ცხოვრების მომწამვლელ სიძუნწეს და ჭორიკანობას წარმოშობს. შეზღუდული აზრები და უხამსი ქცევა გამოჩენილ ადამიანებსაც გადაედება ხოლმე. ამგვარად იღუპებიან დიდ მოღვაწეებად დაბადებული მამაკაცები, ასევე ქალებიც, რომლებიც კარგ წრეში რომ მოხვედრილიყვნენ და გონიერ ადამიანებთან აღზრდილიყვნენ, უეჭველად მომხიბვლელნი იქნებოდნენ“.

„ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც უსაფუძვლოდ მსჯავრდადებული ქალის ვითომდა სამარცხვინო საქციელის გამო ავყიობს, არასოდეს უკვირდება, თუ ბოლოს და ბოლოს, რამ მიიყვანა იგი საქვეყნოდ თავისმომჭრელ გადაწყვეტილებამდე“.

„არსებობს ვნებათაღელვა, რომლის განვითარება თავიდანვე მეტად ჭიანურდება და საკითხავია, კარგია ეს თუ ცუდი? სიყვარულით შეპყრობილი ორი არსება იწყებს ტაქტიკურ სვლებს, მოქმედების ნაცვლად ლაპარაკობს, ღია ველზე ერთმანეთს ებრძვის და იერიშზე გადასვლას აყოვნებს. დაუკმაყოფილებელი სურვილებით მოქანცულთ ერთმანეთი ყირჭდებათ“.
განაგრძე კითხვა…

mtavarze
„დრაკონის მკვლელობა“ – სიმართლე ოშოზე.

შენ ნდობას ქადაგებ, მაგრამ შენი სახლი სხვებისთვის შეუღწევადია კოშკებითა და მეტყვიამფრქვევეებით. შენ მოსწავლეებს საყვარელ შვილებს უწოდებ, მაგრამ ფარულად უთვალთვალებ მათ ოთახებს. შენ არწმუნებ სხვებს, რომ მთავარია ბედნიერება არა გარეთ, არამედ თქვენს შიგნით, მაგრამ აგრძელებ საკუთარი კოლექციის შევსებას ახალი როლს-როისებითა და ალმასის საათებით. შენს თავს წმინდანს უწოდებ, მაგრამ ჯერ კიდევ გძინავს საკუთარ მოსწავლეებთან ერთად და უცქერ ორგიებს. მაშ ვინ ხარ შენ სინამდვილეში, ბხანგვან ოშო რაჯნიშ?

„ადამიანები მოგზაურებად იქცნენ. ისინი მუდამ გზაში არიან. არასოდეს არაფერს აღწევენ, მაგრამ ყოველთვის სადღაც მიემგზავრებიან: ისინი უბრალოდ გარბიან იქიდან, სადაც ისინი არიან. მაგრამ ყოველივე იგივე რჩება. არაფერი იცვლება. ადგილის შეცვლით კი ვერაფერს გააწყობ. თქვენ შექმენით თქვენი ჰალუცინაცია და მასში ცხოვრობთ. თქვენი სამოთხე და ჯოჯოხეთი თქვენივე ტვინიდან მოედინება. იცხოვრეთ აქ და ახლა. წარსულსა და სამომავლო იდეებზე გულდაწყვეტილი ფიქრით თქვენ ხელიდან უშვებთ თქვენს ნამდვილ ცხოვრებას“. – პირველად ოშოს გადავეყარე ცხოვრების არც თუ ისე კარგ პერიოდში, და მისმა წიგნებმა დეპრესიიდან გამომიყვანეს. მას შემდეგ ოშოს არ დავბრუნებულვარ.
არაფერია გასაკვირი – ბევრნი მოდიან ოშოსთან სულგატეხილნი. ჩემს აზრს იზიარებს ისრაელელი მწერალი და მთარგმნელი, ური ლოტანი, რომელმაც ოშოს კომუნაში 7 წელი იცხოვრა და ამის შესახებ დაწერა წიგნი, სახელწოდებით „ბედნიერება და სასჯელი მის გამო“ („ოშერ ვე იშნო“) – და მე გავემგზავრე ინდოეთში, როდესაც ცოლთან განშორებისაგან ჯერ კიდევ არ მქონდა იარები მოშუშებული და ჯერ კიდევ მიყვარდა.
განაგრძე კითხვა…

post-18-1310661982„ადამიანი იმით ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდნად ფრთიანსა“.

„ადვილ ვერ იცნობ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცური რჯულითა“.

„ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები“.

„ავი კაცის პურ-მარილიც მოსარიდებელია დაცნობა-მეგობრობაც“.

„ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი“.

„აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი“.

„აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია“.

„აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა“.
განაგრძე კითხვა…

paul_val_ry„მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!“ (ვარიაციები დეკარტზე)

„რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო“.

„აი, რა არის ყველაზე ძნელი ამქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში“.

„ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას“.

„რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და „აზრებით“, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ“.

„ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება“.

„სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით – როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ“.

„ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ“.
განაგრძე კითხვა…