ფრიდრიხ ნიცშე — გამონათქვამები

Posted: 19/03/2013 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი
ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშე

„თუ ვერ შეძელით დიდი საქმეების გაკეთება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვარგოდით? თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი – რა ვუყოთ, მაინც წინ!“

„ყველა ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.“

„სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.“

„სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.“

„მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.“

„ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს.“

„ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.“

„ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.“

„ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.“

„ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.“

„არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი.“

„ღმერთი მოკვდა.“

„მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.“

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშე

„სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.“

„ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.“

„ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია.“

„ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.“

„კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.“

„პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.“

„მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა.

„გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეიგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.“

„საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.“

„არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა, თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?“

„მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.“

„სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.“

„მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს.“

„ყოველი დიდებული აზრი სეირნობისას გვებადება.“

„ძალიან კარგი მეხსიერება უნდა გქონდეს, რომ დაიმახსოვრო ყველა ის დაპირება, რომელსაც გპირდებიან.“

„რა არის სიყვარული, თუ არა გაგება და ბედნიერება იმისა, რომ მეორე ადამიანი ცხოვრობს, მოქმედებს და განიცდის ჩვენგან განსხვავებულად.“

„სულში ქაოსის შექმნა გჭირდება, რომ დაბადო ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი.“

„მსახიობს ევროპაში, პარიზის გარდა არსად სახლი არ გააჩნია.“

„მე კანონი ვარ მხოლოდ ჩემი წრის ხალხისთვის, არა ყველასთვის.“

„სიყვარულში ყოველთვის არსებობს სიგიჟე, მაგრამ ასევე არსებობს ამ სიგიჟის მიზეზებიც.“

„ოჰ ქალები… ისინი ხომ ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.“

„არა მხოლოდ მრისხანებით შეიძლება მოკვლა, არამედ დაცინვითაც.“

„კარგი მწერალი, როგორც თავის სულს, ისევე მისი მეგობრის სულსაც ადვილად ეუფლება.“

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშე

„პოეტები უსირცხვილონი არიან. მათ თავიანთი შემოქმედება საგმირო საქმეებად მიაჩნიათ.“

„ხელოვნება ცხოვრების შესაფერი ამოცენაა.“

„კეთილ სულს ეგოიზმი ახასიათებს.“

„განათლებულ კაცს უნდა შეეძლოს არამხოლოდ მტრების სიყვარული, არამედ მეგობრების ზიზღიც.“

„ყოველი საქმე, რომელიც უსიყვარულოდ კეთდება, ადგილს იკავებს ცუდისა და კარგის მიღმა.“

„მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს.“

„მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ ათი წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.“

„მხოლოდ გულისამრევი მუსიკით კეთდება დღეს ფული.“

„ეშმაკ კაცებს არ გააჩნიათ სიმღერები – მაშ რუსებზე რაღას ვიტყვით?“

„ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი – ეს თავის მოტყუებაა. ხოლო სხვების მოტყუება – ეს იშვიათი გამონაკლისია.“

„მორალი – დიდი ინსტიქტია, რომელიც ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ.“

„გადაშენება ნამდვილად ნამყო დროა, რომელიც აწმყოში არასდროს მოგვევლინება.“

„სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა.“

„სიყვარული ბრმაა; მას მეგობრობა უხვევს თვალებს.“

„თუ გაუზიარებ შენს სიხარულს სხვებს, უთუოდ გაიჩენ მეგობრებს, ხოლო თუ დამალავ მათ, უბრალოდ დაიტანჯები.“

„სხვისი მიზნების დავიწყება მხოლოდ სულელებს ახასიათებთ.“

„წარმატება ყოველთვის დიდი მატყუარა იყო.“

„თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შენ მის ნამდვილ სახეს მალავ.“

„არ არსებობს ფაქტები, აქ მხოლოდ ინტერპრეტაციებია.“

„არ არსებობს სამარადისო ფაქტები, აქ მხოლოდ აბსოლუტური სიმართლეა.“

„საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.“

„რა შეგვიძლია ჩვენ? – ქება და ბრალდება. ეს არის ადამიანების ღირსება, ეს არის ადამიანის სიგიჟე.“

„რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე.“

„ცხოვრება ტანჯვაა, სიკვდილს გადარჩენა კი ტანჯვის რამდენიმე მნიშვნელობის გამორკვევას ნიშნავს.“

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშე

„როდესაც იყურები უფსკრულში უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ.“

„მე ვცხოვრობ, მე ვფიქრობ: მე ისევ ვცხოვორ, როგორც ჩანს ფიქრი კვლავ მომიწევს.“

„ახალგაზრდა ხარ და ოცნებობ ქორწინებასა და შვილებზე. გეკითხები, განა შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც უფელბა აქვს ისურვოს თავისთვის შვილი?“

„ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას მას ვიღაც აუცილებლად გაექცევა. ხოლო, თუ მას არ გააჩნია ღირსებები, ის თავისით გაექცევა მის თავს.“

„ჩვენი ფიქრები ჩვენივე გრძნობების სარკეა – იგი ყოველთვის ბნელია, ცარიელი და უბრალო.“

„მუდამ მეტად გიყვარდეთ,ვიდრე უყვარხართ. ნურასოდეს იქნებით მეორე სიყვარულში.“

„მე ვირწმუნებდი ისეთ ღმერთს, რომელსაც ცეკვა ძალუძს.“

„რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.“

„ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.“

„სჯობს რეგვენი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი სხვისი აზრებით.“

„რაც უფრო მაღლა ავფრინდებით ხოლმე, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.“

„უბოროტესი მტერი, რომელსაც გადაეყრები, თავად შენ ხარ.“

„სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს.“

„ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია.“

„ჩვენ „გვესმინების“ მხოლოდ ისეთი კითხვები, რომლზეც პასუხის გაცემა ძალგვიძს.“

„სიზარმაცე ფსიქოლოგიის მშობელია.“

„დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღარ ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას.“

„მაინც მაჯობე, ნაზარეველო!“ (ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები)

„იესოს შეიძლება, გარკვეული ტოლერანტობის პოზიციიდან გამომდინარე „თავისუფალი გონი“ ეწოდოს. მისთვის მყარი არაფერი არსებობს. ის ეწინააღმდეგება ყველა სახის სიტყვის ფორმულას, კანონს, რწმენას და დოგმას. ის მხოლოდ სიღრმისეულზე ლაპარაკობს და ამისთვის შემდეგ სიტყვებს იყენებს: „სიცოცხლე“ ან „ჭეშმარიტება“ ან „სინათლე“, დანარჩენს კი თვითონ ენას მისთვის იგავის ფასეულობა გააჩნია.“

„მათემატიკა არ იარსებებდა, თუკი ადამიანებს თავიდანვე ეცოდინებოდათ, რომ ბუნებაში არ არსებობს სწორი ხაზი, ნამდვილი წრე, აბსოლუტური მაგნიტუდა.“

„რა იცის სინამდვილეში ადამიანმა მის შესახებ? ახერხებს კი ოდესმე საკუთარი თავის სრულად აღქმას?“

„სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო. ან დღესვე ახვალ უფრო მაღლა, ან ძალებს გაიუმჯობესებ და ხვალ შეძლებ ასვლას.“

„ქრისტიანული შეიძლება იყოს ქრისტიანული პრაქტიკა, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ჯვარზე დაღუპულმა იცხოვრა. ამგვარი ცხოვრება დღესაც შესაძლებელია, ზოგიერთვისთვის კი აუცილებელიც: თავდაპირველის მსგავსი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველა დროისთვის არის დასაშვები. არა რწმენა, არამედ კეთება.“

„ყველა ტაძარი არის ქვა უფლის საფლავზე: მას არავითარ შემთხვევაში არ სურს, კვლავ აღსდგეს.“

„მე ნაწყენი ვარ არა იმიტომ, რომ მიღალატე, არამედ იმიტომ, რომ აღარ შემიძლია გენდო.“

„ვარსკვლავო, რა იქნებოდა შენი სიცოცხლე, რომ არ გყოლოდა ის, ვისთვისაც ანათებ.“

„კაცი არ უნდა დაემსგავსოს მთვარეს, რომელიც ღამ-ღამობით ბნელ სახურავებზე მიიპარება, არამედ მის გამოჩენას მტვრის კორიანტელი და დეზების ხმა უნდა მოჰყვებოდეს.“

„ქალებს მეგობრობა არ შეუძლიათ, მათ მხოლოდ სიყვარული ძალუძთ.“

„დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული.“

„ვიუნ უფრო სძულს ქალს? ის ვინც მეტად იზიდავს, მაგრამ არ არის საკმარისად ძლიერი რომ მიიტაცოს.“

„შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან.“

„ცხოვრება ტანჯვაა. გადარჩენის გზა კი მდგომარეობა იმაში, რომ ვიპოვოთ აზრი ამ ტანჯვაში.“

„სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი, აი კაცთა მოდგმის ისტორია.“

„უნდა გყავდეთ მტრები, რომლებიც კი არ გეზიზღებათ, არამედ გძულთ. თქვენ უნდა გეამაყებოდეთ თქვენი მტერი. მათი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება.“

„ჭეშმარიტად, მე თვით დამფრთხალი ფრინველი ვარ, რომელმა თქვენ ერთხელ გაშიშვლებული დაგინახათ და შეუფერადებელი; და მე დავფრთხი, ოდეს ამ ჩონჩხმა სიყვარული მანიშნა.“

nietzsche 2 by luca del baldo„ზოგიერთი ადამიანი სიკვდილის მერე იბადება.“

„მხოლოდ ძლიერ ტანჯვას შეუძლია სულს სრული თავისუფლება მიანიჭოს.“

„მე ვამტკიცებ, რომ კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებებს ამის ნება აკლიათ, რომ ყველაზე წმინდა იდეალებს მიღმა ნიჰილიზმია დამალული.“

„სურვილი არდახმარების იქნებ უფრო კეთილშობილურია, ვიდრე არამკითხე სათნოება.“

„რისთვის მოკლა ბოროტმოქმედმა? კითხულობენ. ძარცვისთვის… მე გეუბნებით, მან მოკლა არა ძარცვისთვის, არამედ იმისთვის, რომ მის სულს სისხლი სწყუროდა.“

„თუ მეგობარი ცუდად მოგეპყრათ, უთხარით, რომ ჩემს მიერ ჩადენილი შემინდვია, მაგრამ რაც შენთვის ჩაიდინე, როგორ შეგინდო?“

„ღმერთი რომ მიწაზე ჩამოსულიყო, უსამართლობის მეტს არაფერს გააკეთებდა. საკუთარ თავზე დანაშაულის და არა სასჯელის აღება, მხოლოდ ეს იქნებოდა ღვთაებრივი.“

„ასე მგონია, რომ თუ ვინმე ჩემს წიგნს ხელში აიღებს, ის ამით საკუთარ თავს განსაკუთრებული პატივის ღირსად გახდის.“

„მე ისეთი სიმაღლიდან მოვდივარ, რომლისთვისაც ჯერ არც ერთ ფრინველს არ მიუღწევია, ისეთ უფრსკულებს ვიცნობ, სადაც ადამიანთა ფეხი ჯერ არ დადგმულა.“

„პატარა შურუსძიების წყურვილით აღზნებულ ქალს შეუძლია თვით ბედისწერასაც მოატეხოს ფეხი. ქალი ბევრად უფრო ბოროტია, ვიდრე მამაკაცი, ამავე დროს უფრო ჭკვიანიც.“

„მაინც მაჯობე, ნაზარეველო!“ (ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები)

Comments
  1. matt says:

    nicshes es sityvebi ar utqvams bolos rac weria : )) ratomgac mgvdlebma gamougones😀

  2. thezvaa says:

    მართლა მღვდლების მოგონილი იქნება

  3. vetaxmebi am kacs., >rogor ar utqvams )) tqva

  4. რა იცით თქვა თუ არა იქ იყივათ?😀

  5. Shadøw Mån says:

    მაგას არაქვს არსებითი მნისჰვნელობა მაინცდამაინც. მთავარია როგოთქვა ეგ და არამგონია როგორც უზენაესი ისე მოეხსენებინა მან უბრალოდ ისიგულისხმა რომ რათქმაუნდა თუ მართლაც ეგტქვა რომ მაინც აბსურდმა აჯობადა არა როგორც ყოვლის შემზლე მაღლით მყოფმა და კაცობრიობის მამამთავარმა. მოკლედ კიდევერთხელ მოიხსენია ირონიით აბსურდულობა და კიდეცრომ უბრალოდ ეთქვა ეგ სულაცარაყენებს არანაირ შეურაწყოფასდა არხდის მის სიტყვებს უფასურს.😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s