…ცოდვისთვის შობილს

Posted: 20/11/2013 in გურამ რჩეულიშვილი

gurami

იმ მიუწვდომელ მშვენიერებას
ბავშვი რომ ხედავს ქალის სხეულში,
თავის პატარა გაურყვნელი წმინდა ხელებით
როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს ვნებით უჭყლიტავს,
ვცდილობ მივაგნო, როგორც ერთი წლის დაბადებიდან
მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს
ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად.
ისევე წმინდა, ისევე დიდი, არის სურვილი ჩემი.
მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო
მე შეურაცხმყოფს, ტყუილ ბრალსა მდებს
და მეც ბრალდებულს, ცოდვისთვის შობილს,
გულის სიღრმეში მიხარია ეს განაჩენი.
და სხვებთან ერთად ნეტარ წამებს
შევურაცხყოფ ენის გაკილვით,
ან იმ ბიბლიურ დაბალი კაცის მიერ მოგონილ
მაღალ სიტყვებით: „მე დავამდაბლე აი, ეს დიაცი
და ამ დიაცს დღეის შემდეგ უწოდეთ ბოზი.“
მე აქ ვმაღლდები პირუტყვული უკუპროპორციით
და თავს ტაშს ვუკრავ, რადგან არ ვგავარ ვნებააშლილ
ქალთაგან ნაცემ იმ უძლურ სხეულს,
ვინც იცემა კაფეში ბოზთაგან,
რომ ნამთვრალევმა, ღამენატეხმა,
დამდაბლება მათი ვერ შეძლო
და საოცარი ყველაფრის მხეთქი
ხმა ამომძახის გეენის ცეცხლივით:
შენ კაცი ხარ, დიდი კაცი, სანამ გიდგება,
და ნახევარი ადამიანი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s