ონორე დე ბალზაკი — „ეჟენი გრანდე“ (ამონარიდები)

Posted: 15/10/2014 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

product_image_1082„გაუბედავობა ერთ-ერთი პირველი სათნოებაა სიყვარულისა.“

„უბედურება, რომელსაც ადამიანები წინასწარ გრძნობენ, თითქმის ყოველთვის ახდება ხოლმე.“

„უბედურება, რომელსაც ადამიანები წინასწარ გრძნობენ, თითქმის ყოველთვის ახდება ხოლმე.“

„როდესაც კატა სახურავზე დარბის, თაგვები იატაკზე ცეკვავენ.“

„ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.“

„მგლოვიარობა გულშია და არა ტანსაცმელში.“

„ძუნწებს არ სწამთ მომავალი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი აწმყოშია.“

„ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი მოვლენა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარ სინამდვილეს წარმოადგენს. შეიძლება ეს იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის გვავიწყდება გავაშუქოთ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება რამე ფსიქოლოგიური სინათლით, ამ გადაწყვეტილებების გამომწვევი იდუმალად შეცნობილი მიზეზების აუხსნელად.“

„მხოლოდ უმანკოებას აქვს სიმამაცე. გამობრძმედილი სათნოება კი ისევე ანგარიშიანია, როგორც ბიწიერება.“

„გულწრფელ სიყვარულს აქვს თავისი წინასწარჭვრეტა და მან იცის, რომ სიყვარული სიყვარულს იწვევს.“

„ძლიერ ადამიანებს სურთ და ფხიზლობენ.“

„ძუნწთა ცხოვრება წარმოადგენს ადამიანური ზალის მუდმივ ვარჯიშს პიროვნების სამსახურში. ძუნწი მარტოოდენ ორ გრძნობას ემყარება: თავმოყვარეობასა და ანგარებას. მაგრამ რადგანაც ანგარება ერთგვარი სოლიდური თავმოყვარეობაცაა და რა თქმა უნდა რეალური უპირატესობის განუწყვეტელი დადასტურებაც, ამიტომ ანგარება ერთი მთლიანობის (ეგოიზმის) ორ მხარეს წარმოადგენს. ალბათ აქედან გამომდინარეობს ის არაჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობაც, რომელსაც იწვევენ სცენაზე ოსტატურად გამოყვანილი ძუნწები. ყოველი მათგანი თავისებურადაა დაკავშირებული იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ყველა ადამიანურ გრძნობებს ეხებიან და აჯამებენ.“

„ძუნწი ხომ კრავს ასუქებს, გალიაში ამწყვდევს, კლავს, წვავს, ჭამს და ეზიზღება.“

„ძუნწის საკვები მხოლოდ ფულისა და ზიზღისგან შეგდება.“

„უბედურება თანასწორობას ქმნის.“

„ალბათ არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი ცხოველის მსგავსად, კარგავენ შემოქმედების უნარს, როგორც კი მათ მშობლიური კლიმატიდან გადაასახლებენ.“

„ყველა საძნელო საქმეში, თუ გინდა რომ არ დამარცხდე, უნდა იცოდე შენი შესაძლებლობა და ვალდებულებანი.“

„ფული პატიოსნების გარეშე – ავადმყოფობაა.“

„რელიგიურად აღზრდილი, წმინდა და უცოდინარი ქალებისთვის ყველაფერი სიყვარულია მას შემდეგ, როცა ისინი ამ მოჯადოებულ სამყაროში შედგამენ ფეხს.“

„ქალის შეცდომები თითქმის ყოველთვის მომდინარეობს იქიდან, რომ მათ სწამთ კეთილი და დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში.“

„ცხოვრება კომბინაციათა თანამიმდევრობაა, საჭიროა მათი შესწავლა, მათი მიყოლა, რათა უცვლელად შეინარჩუნოთ ხელსაყრელი მდგომარეობა.“

„ფული საშუალებაა, მეტი არაფერი.“

„განა არ არსებობს მომაჯადოებელი მსგავსება სიყვარულსა და სიცოცხლის დასაწყისს შორის?“

„სიყვარული ჩვენი მეორე გარდაქმნაა.“5c3da4be9b5f13cd62c5de1e21120b9c

„მოვალე იმ მონავარდე ბეღურას ჰგავს, რომელთა მიმართ ბავშვებს ხშირად აგულიანებენ, ბოლოზე ერთი მწიკვი მარილი დაადეთო.“

„ცხოვრების ყველა პირობებში ქალს უფრო მეტი მწუხარება ხვდება წილად, ვიდრე მამაკაცს. მამაკაცს აქვს ძალა და შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოყენებისა: მოქმედებს, მოძრაობს, მუშაობს, აზროვნებს, სწვდება მომავალს და მასში ნუგეშს პოვებს. ქალი კი ერთ ადგილას ტკეპნის, პირისპირ თავის მწუხარებასთან, რომელსაც ვერაფრით აღწევს თავს. ეშვება პირდაღებული უფსკრულის ფსკერზე, ზომავს მას და ხშირად ცრემლებით ავსებს.“

„როდესაც სულის ჩვევები ბოლოს და ბოლოს იმარჯვებენ ყველაზე უფრო ტლანქად მოხაზულ ნაკვთებზეც კი და მათ რაღაცა განსაკუთრებული შთაგონების ბეჭედს ადებენ, რაც ამაღლებული აზრების კეთილშობილი და წმინდა ხასიათიდან მომდინარეობს.“

„სულიერ ცხოვრებაში, ისევე როგორც ფიზიკურში არსებობს ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. სულისთვის აუცილებელია შთანთქას სხვა რომელიმე სულის გრძნობები, გაითავისოს ისინი, რათა შემდეგ მასვე დაუბრუნოს უფრო გამდიდრებული. ამის გარეშე გულისთვის არ არსებობს სიცოცხლე… სულიერებას მოკლებული სხეული ნელ-ნელა ჭკნება.“

„თავის სახლში მენახშირეც კი ბატონია.“

„პირმოთნეობა არასდროს გამომდინარეობს დიადი სულიდან, ის წვრილმანი სულების ხვედრია, რომელთაც უნარი აქვთ კიდევ უფრო დაპატარავდნენ, რათა უკეთ შეაღწიაონ იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც სჭირდებათ.“

„მლიქვნელობა ანგარებას გულისხმობს.“

„სიყვარული ცოლ-ქმრობაში ქიმერაა.“

„ბევრი მიტოვებული ქალი თავის მეტოქესთან მიიჩქარის, რათა თავისი მიჯნური ხელიდან გამოჰგლიჯოს, კლავს მას და გარბის, ეშაფოტზე ადის და საფლავში ჩადის. ეს, რასაკვირველია, საუცხოოა. ასეთი ბოროტმოქმედების აღმძვრელია ამაღლებული ვნება, რომელიც ადამიანურ მართლმსაჯულებაში პატივისცემას აღვიძებს. სხვა ქალები თავს ხრიან და უსიტყვოდ ეწამებიან. ისინი, მომაკვდავნი და თავიანთი თავის უარმყოფელნი, ჰგოდებენ და ლოცვაში ატარებენ დღეებს. ესაა სიყვარული, რომელიც თავისივე ტანჯვით იკვებება და ტანჯვითვე კვდება.“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s