თბილისი

Posted: 25/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

მკერდზე გაყრია მთვარის სადაფი
და შენი ფესვით ჩათხრილ სარდაფში
დენთის კასრივით დევს ჩემი გული
და იმ გულს ერთგულს ძაღლივით უვლის:
ოცნება, შიში, რწმენა და ფიქრი…
რადგან შენს ხელში გამთბარი ჭიქით
მათაც შეუსვამთ, ნექტარი მსგავსი,
ღვინო თუ შხამი… და მისი ფასი
არ ეგულებათ აღარაფერი,
გულს კი, დუმილის ნესტით გაბერილს,
ვეღარ ითვისებს ჩემი სხეული,
შენს გამო ათას ჩრდილად ქცეული,
ათას სარკმელად გამოღებული,
ათას უბორბლო ეტლში შებმული,
დაკორძებული ათასი კოპით
და მაინც სავსე იმ დიდი გრძნობით,
რომელსაც ვერ კლავს ყულფი და ტყვია,
რომელსაც შენთვის სიცოცხლე ჰქვია,
რადგან ჩამთვალე შენ ამის ღირსად,
რადგან ტოტი ვარ მეც შენი ხისა,
რადგან კირი ვარ შენი კედლისა
და სისხლიც, იმ კირს რომ ჩაეგლისა,
და ახლაც ყველა შენი უბანი,
ვით წყალი ძალით დანაგუბარი,
მე მეხეთქება და არა ჯებირს,
მისი ფერადი და მწარე შხეფი
მე მხემს სახეში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s