მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის

Posted: 25/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის,
მარადიული წვის და დუღილის…
ზამთარი – თავის თოვლით და ყინვით,
ზაფხული – თავის ჭექა ქუხილით.

მსურს დაგიტოვო სხვათა ტკივილის
და სიხარულის განცდის უნარიც…
სოფელი – სავსე მამლის ყივილით,
ქალაქი – კედლებს შორის მბრუნავი.

კიდევ გიტოვებ ორ ლამაზ ყმაწვილს:
დღესა და ღამეს – ძილსა და ღვიძილს –
განთქმულს სიკეთით, სიწმინდით, ღვაწლით,
როგორც ქურდობით, კვლითა და სიძვით.

იმ საწყალ გოგოს ცრემლსაც გიტოვებ,
ჩემს მოლოდინში დღემდე რომ ტირის.
დანარჩენს ალბათ ნახავ თვითონვე:
ნაცარს დამწვარი ჩიტის და სტვირის.

ნახავ გალეულ კალამს და ვარსკვლავს,
თავზე რომ ედგა ჩემს ხრიოკ მინდვრებს…
და თუ ანდერძი კაცს მართლა არ კლავს,
ჯერ ნურც შენ მომკლავ… მამყოფე კიდევ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s