ჟან-ჟაკ რუსო — გამონათქვამები

Posted: 27/10/2014 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

Jean-Jacques_Rousseau_(painted_portrait)„ჭეშმარიტი აღზრდა უფრო ვარჯიშით ხდება, ვიდრე წესებით.“

„ათასი გზა მიდის დაბნეულობისაკენ, ხოლო ჭეშმარიტებას ერთი გზა აქვს.“

„კითხვის ბოროტად გამოყენება კლავს მეცნიერებას. მეტისმეტი გატაცება კითხვით ზრდის მხოლოდ თავდაჯერებულ უმეცარს.“

„თითქმის ყოველ საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება.“

„ახალგაზრდობა აი სიბრძნის დაგროვების ჟამი, სიბერე მისი გამოყენების ჟამია.“

„კარგის ცოდნა უფრო საჭიროა, ვიდრე ბევრის ცოდნა.“

„ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.“

„ძალაუფლება — ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა.“

„თუ ბავშვში სიცელქეს ჩაკლავთ, მისგან ბრძენს ვერ აღზრდით.“

„ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან, ვიდრე – სრულიად უსწავლელი.“

„შევწიროთ ჭეშმარიტება სიცოცხლეს.“

„გიჟებს შორის ჭკვიანად ყოფნა, თავისთავად სიგიჟეა! (შეშლილების მსოფლიოში ჯანმრთელად ყოფნა, თავისთავად სიგიჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა).“

„სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ-ვიცითო.“

„მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს.“

„კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.“

„ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი.“

„ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი – თუ ჩვენ მას ვემორჩილებით.“

„თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს.“

„სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს, რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას.“

„უკეთუ ნამდვილად გინებთ ადამიანად გახდომა, ისწავლეთ ლმობიერება.“

„შესაძლოა, უსიყვარულოდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს.“

„ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება – ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება.“

„სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას, სჯობს ზომა იცოდეთ ყველაფერში.“

„ადამიანებო, იყავით ადამიანურნი – ეს თქვენი პირველი მოვალეობაა!“

„ფული, რომელსაც ფლობ, გაძლევს ძალას, რომ გახდე თავისუფალი, ხოლო ფული, რომელსაც კუდში სდევ, მონობის Jean-Jacques-Rousseau-xx-Allan-Ramsayიარაღია.“

„მოსაწყენი გაკვეთილები მხოლოდ იმისთვისაა, რომ ჩანერგო შენში სიძულვილი მასწავლებლის მიმართ, და მთელ სამასწავლებლოს მიმართ.“

„მშვენიერია ის, რაც არ არის.“

„განმარტოება ჩვენში ადამიანების სიყვარულს აღვიძებს, მათ მიმართ უდიდეს ინტერესს.“

„ის, ვისაც არ შეუძლია გადაიტანოს ერთი განსაცდელი, განწირულია უამრავი განსაცდელისთვის.“

„ნუ საუბრობ იმაზე თუ რამდენი იცხოვრე, ისაუბრე იმაზე, რისთვის იცხოვრე.“

„რაოგორი მართალი ადამიანიც არ უნდა იყოს, თუ ის კათოლიკე პატრიარქია, უწევს ტყუილების თქმა.“

„ჭკვიანი ადამიანი ეცლება გარემოებას წუთით ადრე, სანამ ის ზედმეტი გახდება.“

„ზოგნი იმარხებიან ასი წლის ასაკში, ხოლო მოკვდნენ ჯერ კიდევ ბავშვობაში.“

„თუ გინდა, საუკეთესო სასიყვარულო წერილი დაწერო – დაიწყე წერა ისე, რომ არ იცოდე, რა გინდოდა გეთქვა და დაასრულე წერილი ისე, რომ არ იცოდე, რა დაწერე.“

„ერთი საათი მუშაობა ასწავლის, მთელი დღის მანძილზე ახსნილს.“

„უმანკოება და საიდუმლო ერთად ვერ იარსებებენ დიდ ხანს.“

„ჩემი საქმე სიმართლის თქმაა და არა მისი მტკიცება თქვენთვის.“

„ღრმა სიყვარული თავდავიწყებას ნიშნავს.“

„ადამიანი თავისუფალი დაიბადა და ირგვლივ მაინც ყველა ბორკილებშია.“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s