არარაობა

Posted: 30/10/2014 in თემურ ელიავა

521809_522701074442271_502599490_n

იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი, მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი, უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.

დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის, ქარი, მღელვარე ქარი.
ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახელთა პატივსაცემად, –
მარადისობას ვეღარ შექმნით უღირსთ ხელებით.

თქვენ მეფე არ გყავთ და ყველაფრის გარდაცვალება,
უმწყემსობისთვის წუთისოფლის ყოფას მოელის.
ძეგლს ნუ სცემთ თაყვანს, ამ პატივის განსახიერად.
მომაკვდავია ყველაფერი, რაც არს შობილი.

დასამშვენებლად ამსოფლიურ ძეგლთა სასახლის ,
რაც არს ნაგები, ნაშენები, მკვეთრად ვიხილე.
მათ ჩაეხვევა მგლოვიარე სიღრმე სამარის,
ზედ მოედება უსაშველო ლოდთა სიმძიმე.

უკვდავი არის მხოლოდ ის, რაც იყო მარადის, –
დაუნგრეველი ბნელეთი და მისი სიმშვიდე.
მისი არყოფნის მოედება სოფელს დუმილი,
ამაოებად აღიქმება ქართა სიღელვე,
არარაობა არის სწორი და განზომილი,
რადგან არყოფნით სრულყოფილარს სიცარიელე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s