კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით

Posted: 30/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

„… რატომ მაღვიძებ, მეგობარო?“
მიქელანჯელო

კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით
სარკმელიც, სულიც… კვლავ ქრება შუქი
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი – შვებით, ვით კვირა – უქმით.

მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი,
უკანასკნელი ანდა პირველი,
თუ შენი ხილვის ვერ გავხდი ღირსი
მე – მშობიარე ქვების მხილველი?!

ვის რაში უნდა სიცოცხლე ქვათა,
მზის საჭრეთელი და მთვარის გრდემლი,
თუ გადამლახავს ბობოქარ ზღვათა,
ბოლო ჩემივე დამახრჩობს ცრემლი?!

და კვლავაც ბეჭდავს წყვდიადის ლუქი
სულსა და სარკმელს… კვლავ ქრება შუქიც
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი – შვებით, ვით კვირა – უქმით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s