მერჩია, სულ არ შეგხვედროდი

Posted: 30/10/2014 in ოთარ ჭილაძე

 

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

       „სიყვარული განშორებაზე ძლიერია.
        მაგრამ განშორება სიყვარულზე ხანგრძლივია“
                                                     იოსებ ბროდსკი

მერჩია, სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო განშორებაც…

ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ –
ჯერ მესმის მეთქი.

ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც „ჩვენი ცხოვრება“ ჰქვია –
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ –
რაც არასდროს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს… მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება ეს გამთიშავი,
გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვეფებით
რაღაცის გამო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s