მწარე იმედო და ტკბილო შხამო

Posted: 30/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

მწარე იმედო და ტკბილო შხამო –
თუკი აქამდე მწამდი, გმალავდი –
მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო,
წყეულიც იყავ აწ და მარადის.

დავკარგე შენი შიშიც და ხათრიც,
გარდამოვიხსენ ჯვრიდან სხეული.
და სადაც გული ფეთქავდა ადრე,
სიცარიელე დგას მტკივნეული.

აღარ მსურს შენი თეფშიდან ვჭამო,
ან შევიმოსო შენი ხალათით…
მწარე იმედო და ტკბილო შხამო,
წყეულიც იყავ აწ და მარადის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s