სანთელი ტირის თავისთვის, წყნარად

Posted: 30/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

სანთელი ტირის თავისთვის, წყნარად…
და მოცახცახე სინათლის ფთილა,
ხან აპრიალებს წიგნების თაროს,
ხან აბრჭყვიალებს სურათის მინას.
შენ კი დაკარგულს უხმობ მეგობარს,
ისევ მარტო ხარ სანთლის გარშემო
და მხოლოდ სულით გრძნობ არსებობას
იმის, ვინც შენთვის აღარ არსებობს,
ვინც შენთან ერთად ღამეებს ტეხდა
და ვის ხსოვნაშიც დღეს იფერფლები…
ხოლო მტირალა ღვთაების ფეხთან
ფრთებშეტრუსული ყრია პეპლები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s