უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე

Posted: 30/10/2014 in თემურ ელიავა

521809_522701074442271_502599490_n

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე…
ვხედავ, ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ.
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხართ, თუმც თვალები
ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.

მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო.
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით,
რაც არ მითქვამს, ქალბატონო…

მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?..
მენანებით, ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო…

თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! .. მიმანიშნეთ!.. არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ,
სინანული გვიანია ქალბატონო…

ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის, ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო…

დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ? მაშინ… თვალს რომ ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო…

თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ?
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო.
მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s