ჩემს ძმას

Posted: 30/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

დაიმახსოვრებს ვინმე ზეპირად,
არ მოედება შენს ფიქრს ბალახი,
თუ სიყვარულმა აგაღებინა
ხელში კალამი – ვით იარაღი.

აზრი არა აქვს წუწუნს და ჩივილს,
ფრთას – ვინც გაჩუქა – ის შეგჭრის მხოლოდ,
მხოლოდ ტკივილი დაგიცხრობს ტკივილს,
ერთ ფესვი აქვს კეთილს და ბოროტს.

მაშ, რაღას დარდობ?! ჯერ ღვთის წყალობით
ხედავ და გესმის ისევ და ისე
გაფორიაქებს ჩიტის გალობა
და მზე ხვითქივით გადაგდის პირზე.

არ დაელოდო არასადროს წერტილს,
და არა ბედის – მრწამსის დამჯერი
ელტვოდე, რადგან სიცოცხლეს შენთვის
არც ჯილდო ჰქვია და არც სასჯელი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s