იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ

Posted: 31/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ,
მე კი, კვლავ ვზელდი მონობის თიხას…
დღეს ძილში ვიღა წამოაბოდებს
ჩემს სახელს, ფიქრი გავანდო ვიღას…

და აი, ჩემი ფოთოლიც ცვივა,
ჩემს ნაკვალევსაც შლის ზამთრის ქარი.
იმქვეყნიური სიცივით მცივა,
ისევ შენ უნდა გამიღო კარი.

არც თავში ცემით და არც კივილით
არ შეიცვლება ქვეყნის იერი,
ხელში შეგრჩება სიცარიელე
და კიდევ უფრო დიდი ტკივილი.

ჩემს გულში უკვე მკვდარი ზღვა ღელავს,
ჩემს ფიქრში ყალბი გრუხუნებს მეხი…
ახია? მაგრამ ასეა ყველა,
ვისაც ამქვეყნად მოუცდა ფეხი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s