ქარს ჩამოქონდა ფოთოლი ხიდან

Posted: 31/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

ქარს ჩამოქონდა ფოთოლი ხიდან.
კვლავ უბინაოდ ძრწოდა ფრინველი
და ღამეც თავის შავ კარავს შლიდა,
ვისთვის ბოლო და ვისთვის პირველი.

ათასნაირი ჩრდილით და ბგერით,
ცდილობდა კვლავაც აეხსნა ჩვენთვის,
კაცის სიცოცხლე სიკვდილის მერე
რას ერთვის, როგორ ან რატომ ერთვის.

მაგრამ ვინ იყო ამის გამგები,
ირგვლივ სუფევდა სრული ქაოსი,
ერთმანეთს ნთქავდნენ უცხო ჰანგები
და იდგა სუნი სასაკლაოსი.

ქალს მკვდარი ბავშვი ეჭირა ხელში
და ჩურჩულებდა: „ღმერთო, გადავრჩი“.
ეს ყველაფერი ხდებოდა ბნელში,
ჩვენი საერთო ღამსი კარავში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s