ჯეკ ლონდონი — „მარტინ იდენი“ (ამონარიდები)

Posted: 31/10/2014 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

product_image_371„თავაზიანობის წესების შესწავლას მთელი სიცოცხლე დასჭირდება ხოლმე.“

„თუკი ცხოვრება მეტს რასმე ნიშნავს შენთვის, მაშ, მეტიც უნდა მოითხოვო!“

„ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.“

„უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!…“

„ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.“

„სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა. იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს!…“

„თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული.“

„ასეა, ყველა ერთნაირია – თავიანთი პაწაწინა ცხოვრება ერთნაირ პაწაწინა ყალიბებში აქვთ მოქცეული და ყველაფერში ერთნაირად იქცევიან. საწყლები, უბადრუკები, ერთად შეხორხლილან, ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ, რომ სხვის ჭკუაზე იარონ, ისე მოიქცნენ, როგორც სხვას ესიამოვნება, საკუთარი სახე დაუკარგავთ, ნამდვილი ცხოვრება დაუთმიათ, რათა იმ სულელურ ნორმებს მისდიონ, რის მონებადაც გადაქცეულან!..“

„მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!…“

„ყველაფერი მოირყევა ამქვეყანაზე, სიყვარული კი არა, სიყვარულს გზას ვერ აუბნებ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე.“

„გონებას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს სიყვარულთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, სწორად მსჯელობს თუ არა საყვარელი არსება, სიყვარული გონებაზე მაღლა დგას.“

„სიყვარული ყველაფერზე უდიდესია მსოფლიოში.“

„შემოქმედებითი სიხარული, ეს ხომ უკეთილშობილესი სიხარულია დედამიწაზე.“

„დიდებული კრიტიკოსები, ისინი იმდენადვე იშვიათნი არიან, როგორც კომეტები.“

„ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს.“

„ადამიანი ხომ ვერასოდეს ვერ მიაღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.“e183afe18394e18399-e1839ae1839de1839ce18393e1839de1839ce18398e183a1-e2809ce1839be18390e183a0e183a2e18398e1839c-e18398e18393e18394

„პოეტის სიხარული თვით შემოქმედებაშია და არა მოპოვებულ წარმატებაში.“

„მას სრულებით არა აქვს სინდისი, მარტოოდენ ეს ეყოფა რომ დაწინაურდეს.“

„მე სიხარულით მოვკვდებოდი თქვენი გულისთვის, მოვკვდებოდი თქვენი გულისთვის.“

„ეს ისევ სიცოცხლე იყო, უკანასკნელი ბრძოლა, უკანასკნელი წამება სიცოცხლისა, ეს იყო უკანასკნელი იერიში, რომელიც მასზე სიცოცხლემ მიიტანა.“

„ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!…“

„სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა.“

„სიყვარული ეს არის კოსმოსური გრძნობა, რომლის ძალითაც ქალი და მამაკაცი ქვეყნის დასაბამიდან ერთმანეთისაკენ მიისწრაფიან, რომელიც მეტოქეებით აგზნებულ ირმებს გაზაფხულობით სასიკვდილოდ შეაჭიდებს ხოლმე ურთიერთს და თვით ბუნების ელემენტებსაც კი ერთმანეთის შესარწყმელად აშლის და აღძრავს.“

„თქვენ გიყვარვართ იმიტომ, რომ მე არ ვგევარ იმათ, რომელთაც თქვენ ხვდებოდით.“

„ხუთი ათასი სიტყვა – ხუთი დოლარი, ათი სიტყვა – ერთი ცენტი, აი, ხელოვნების საბაზრო ფასი.“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s