ზიგმუნდ ფროიდი — „ფსიქოანალიზი“ (ამონარიდები)

Posted: 14/05/2015 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

Sigmund_Freud_LIFE„ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე“.

„გამოუვლენელი ტრფიალი პირველად თავის თავს ამხელს მტრობითა და აგრესიის მიდრეკილებით“.

„მტრულ განწყობას არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა, ამიტომაც ეკონომიკური მომენტებიდან ის შეიცვლება სიყვარულის განწყობით, რომელიც მეტ შანსს გვთავაზობს დაკმაყოფილებისათვის“.

„ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის“.

„იძულების ნევროზით დაავადებული საკუთრივ არასდროს არ გადადგამს თვითმკვლელობის ნაბიჯს, ის იმუნიტეტის მქონეა თვითმკვლელობის საშიშროების მიმართ, მისგან გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე ისტერიკი“.

„ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე, აგრესიული ხდება თავის მე-იდეალში“.

„ადამიანი რაც უფრო ეუფლება თავის აგრესიას, მით უფრო მაღლდება მისი იდეალის აგრესიის მიდრეკილება საკუთარი „მე“-ს წინააღმდეგ“.

„შიში არის საშიშროების წინაშე უკანდახევის გამოხატულება“.

„წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა“.

„ცრუმორწმუნეობა ზოგჯერ მიზანშეწონილია და გამართლებული, სხვა შემთხვევაში კი მცდარი და საზიანო და მაინც არასდროს არ ვიცით, როდისაა ერთი და როდისაა მეორე“.

„როცა ცხოვრება თავისი მკაცრი დისციპლინის კალაპოტში გვაქცევს, ჩვენში ღვივის წინააღმდეგობა აზროვნების Sigmund_Freud_1926კანონების სიმკაცრისა და მონოტონობის მიმართ და რეალობის შემოწმების მოთხოვნების საპირისპიროდ“.

„ადამიანი ავადდება კონფლიქტით ლტოლვის ცხოვრების მოთხოვნებსა და ამათ საპირისპიროდ მათში არსებულ წინააღმდეგობის გაწევას შორის“.

„რაც უფრო ღრმად ვიჭრებით სულიერი პროცესების შესწავლაში, მით უფრო მეტს ვგებულობთ მათი სიმდიდრისა და სირთულის შესახებ“.

„ადამიანის ბუნებრივი სიკეთის რწმენა ის ცუდი ილუზიაა, რომლისგანაც ელოდებიან მათი ცხოვრების შელამაზებასა და გაადვილებას მაშინ, როცა სინამდვილეში მას მხოლოდ ვნება მოაქვს“.

„აგრესიას არ ძალუძს ნახოს დაკმაყოფილება გარესამყაროში, ვინაიდან აწყდება რეალურ წინააღმდეგობებს“.

„ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს“.

„სამართიანობის მოთხოვნა შურის გადამუშავებაა, რაც ქმნის პირობას, რომელშიც ის ვითარდება“.

„პოლემიკას პერსპექტივა არა აქვს, რომ ასევე უაზროა ჩივილი და მოწოდება საუკეთესო გონებისადმი, ვინაიდან არ იპოვება ინსტანცია, რომელიც საჩივარს მიიღებს“.

„თუკი გვინდა გავაცნობიეროთ რელიგიის დიდებული არსი, მაშინ საკმარისი უნდა იყოს იმის ჩვენება, თუ რით იგებს ის ადამიანებს“.

„რელიგიური ადამიანი სამყაროს შექმნას წარმოიდგენს ისე, როგორადაც საკუთარი თავის წარმოშობას“.

„მაშინ, როცა ცალკეული რელიგიები ერთმანეთთან დავობენ იმაზე, თუ რომელია ჭეშმარიტი, ვფიქრობთ, უფლება გვაქვს საერთოდ რელიგიის ჭეშმარიტების შინაარსის უგულვებელყოფისა“.

EXHI015320„ჩვეულებრივი ადამიანი ჭეშმარიტებას იცნობს მხოლოდ სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით. რა უნდა იყოს უფრო მაღალი და უმაღლესი ჭეშმარიტება, მას არ შეუძლია წარმოიდგინოს. მას ჭეშმარიტება ეჩვენება ისევე ნაკლები ხარისხის მქონე, როგორც სიკვფილი და არ შეუძლია მშვენიერებიდან ჭეშმარიტებაში ნახტომის გაკეთება“.

„რელიგია ილუზიაა და მისი სიძლიერე საპირისპიროდ მიემართება ჩვენი ლტოლვითი სურვილების წინააღმდეგ“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s