ალბერ კამიუ — „შავი ჭირი“ (ამონარიდები)

Posted: 31/05/2015 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

kamiu-super-1„აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გააფხული ბაზარში იყიდება“.

„დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ“.

„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე თავაუღებლად მუშაობს, სიღატაკე, გაცუდებული მომავალი, საღამოობით დუმილი მაგიდის გარშემო; ასეთ სამყაროში ვნებისათვის ადგილი არ მოიძევება“.

„ხდება ხოლმე, დიდხანს იტანჯები და არ კი იცი“.

„ცხოვრების თავიდან დაწყებისათვის სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო“.

„სიბრალული გღლით, როდესაც ის არაფრის მაქნისია“.

„აბსტრაქციას რომ ეომო, რაღაც საერთო უნდა გქონდეს მასთან“.

„კვირა დილას, მაგალითად, ზღვაში ბანაობა სერიოზულ მეტოქეობას უწევს მესას“.

„განაწამებ გულს ყველაზე მეტად ისა სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ჟამს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს“.

„სწორედ ტანჯვაში ეჩვევა ადამიანი სიმართლეს“.

„სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს“.

„თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდაუნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას“.

„ქვეყნად არსებული ბოროტება ყოველთვის უვიცობითაა გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება“.

„ადამიანები მეტ-ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია და თავს მკვლელობის ნებას აძლევს“.

„მკვლელის სული ბრმაა და ხილვის სრული სიცხადის გარეშე არც ჭეშმარიტი სიკეთე არსებობს და არც მშვენიერი სიყვარული“.

„არა, სხვა გზა არ არსებობს, უნდა გიყვარდეს, ან მოკვდე სხვებთან ერთად. ისინი კი მეტისმეტად შორს არიან“.theplaguefinal

„ქვეყნად არაფერი ღირს იმად, რომ ზურგი აქციო, რაც გიყვარს“.

„როცა უცოდველობას თვალები აქვს დახრილი, ქრისტიანმა ან რწმენა უნდა დაკარგოს, ან თვითონაც თვალდახრილის ხვედრს დამორჩილდეს“.

„ადამიანთა ყველა უბედურება იქიდან მოდის, რომ ნათლად ვერ გამოუთქვამთ სათქმელი“.

– თუ იცით, რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, სულის სიმშვიდე რომ ჰპოვოს?
– თანაგრძნობის გზას.

„რა მძიმე უნდა იყოს სიცოცხლე მხოლოდ იმის ამარა, რაც ვიცით და რაც გვახსოვს, თუკი მოკლებული ვიქნებით იმას, რისი იმედიცა გვაქვს“.

„არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე“.

„თუკი ამ ქვეყნად არსებობს რაღაც, რისკენაც მუდამ უნდა მიელტვოდეს კაცი და რასაც ზოგჯერ მოიხელთებენ კიდეც – ეს ადამიანური სინაზეა“.

„ქალაქის გასაცნობად საჭიროა სცადო გაიგო თუ როგორ შრომობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან“.

„თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება“.

„ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება, ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო, მაგრამ ყოველთვის როდი ქრება, და ამ სიზმრებში ქრებიან ხოლმე ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები“.

„ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ“.

karsh211„სისულელე მუდამ გამძლეა“.

„ომგამოვლილსაც კი გვიჭირს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა“.

„კაცს ყველაფერში შეუძლია ნახოს ჭკუის სასწავლი რამ. ყველაზე ძნელი გამოცდაც კი სიკეთედ მობრუნდება“.

„ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ“.

„ჭირს ყველა თავის თავში დაატარებს იმიტომ, რომ ქვეყნად არავინაა, დიახ, არავინაა მისგან დაზღვეული“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s