თარიღის გარეშე

Posted: 31/05/2015 in თემურ ელიავა
თემურ ელიავა

თემურ ელიავა

ტერენტი გრანელს

ნიღაბი დაიმსხვრა სახეზე ბზარებით,
ყინულის ვარდებმა სურნელით იმრუშეს.
სამრეკლო სულიდან გავზიდე ზარები,
სიმართლის სათქმელად რკინა რომ იყუჟეს.

არც ბროლის ფრთები შეუსხამს ოცნებას,
დაჭმუჭნულ საწოლზე ბინდია თვალების.
საღამო გაუშრა ქალწულებს კოცნებად
და მხოლოდ ბაღი შემომრჩა მთვრალების.

ამაღამ არ გაწვიმს, ქალაქი ჩუმია,
შენიდან ჩემამდე მანძილი გიწოდე.
პოეტებს ქუჩაში შორიდან უვლიან,
ფხიზელი რომ მნახო ვერ მიცნობ იცოდე.

ოცნება რად გინდა?! ოცნება მძიმეა,
ოცნება შაქრიან საწამლავს მაგონებს.
ყავაში დამდნარი მზისფერი მძივია,
დიადი დილა და ამინდიის არმქონე.

დაფლეთილ ფურცლებად გადაღლილ მაგიდას
გაჩერებული საათი დარაჯობს.
თვალების გახელა დილამდე არ გინდა,
დილამდე ისედაც სიზმარი დაგახრჩობს.

გამოვტყდი ტყუილში, ღალატში გამოვტყდი,
შენ ეს სიმართლე სენივით გადამდე.
ოდნავაც არ მიკვირს დღესაც რომ არ მოვკვდი,
თითქოსდა ხვალისთვის წვრილმანი გადავდე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s