ომარ ხაიამი — გამონათქვამები

Posted: 26/06/2015 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

Omar_Khayyam2„სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად“.

„ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ. ვინც ჩვენზე უკეთესია – ჩვენთვის არ სცალია“.

„მეგობარო, მოდი „ახლა“ დაიმახსოვრე, რომ „ხვალ“ არ არსებობს“.

„შენ ამოცოცდი ტალახიდან თავადებში და უცბად თავადი გახდი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ არ დაიღუპო – თავადი მოკვდავია, ტალახი სამუდამო“.

„რა არის ცხოვრება? – ბაზარი, მეგობარს ნუ ეძებ მანდ. რა არის ცხოვრება? – ვნება, წამალს ნუ ეძებ მასში. არ შეიცვალო, მუდამ გაიღიმე, მაგრამ ხალხისგან ნუ ელი ღიმილს“.

„ის, ვინც გონებას მიჰყვება, ხარს წველის. ჭკვიანს ალბათ მოჰკლავენ. ჩვენს დროში სასარგებლოა იყო სულელი, რადგან გონება ნივრის ფასი ღირს“.

„მას, ვისაც სურს სიმშვიდე სიყვარულში, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად; მას, ვისაც სიყვარულზე არც კი სმენია, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად“.

„ნუ ამბობ, რომ მამაკაცი მექალთანეა, ის რომ ერთადერთზე ყოფილიყო შეყვარებული, თქვენამდე ვერ მოაღწევდა“.

„ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნურც განირიდებ იმას, რაც მოდის, მაშინ აღმოაჩენ შენს ბედნიერებას“.

„იყავი ცეცხლივით ცხელი, იყავი წყალივით გამჭვირვალე, ნუ შეეცდები ყოველგვარი ქარის მორჩილ მტვრად იქცე“.

„საყვარელ ადამიანში გვიყვარს მისი ნაკლოვანებაც, ხოლო საძულველ ადამიანში გვძულს მისი სიმდიდრეც“.

„რა პატარაა ადამიანის ენა და ამ დროს რამდენი ცხოვრება დაანგრია“.

„ამ ქვეყნად მხოლოდ სულიერი სიმდიდრე დააფასე, რადგან ის არასოდეს გაუფასურდება“.

„შეიძლება მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, შესაძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს საყვარელი, მაგრამ შეუძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელიც შეყვარებულია“.

„ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს,
ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს,
ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს,omar-khayyam_Vyhvb
ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს“.

„რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს. ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა“.

„ვინც ტიროდა, მას სიცილი შეუძლია, ვინც კვდებოდა, მან იცის, რომ ცოცხლობს“.

„ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა. ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა“…

„ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა და ამავდროულად განუზომლად დიდი“.

„რაც უფო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ“.

„ვაღმერთებთ მათ, ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით“.

„ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ“.

„ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია. მზის ჩასვლას ყოველთვის მზის ამოსვლას მოჰყვება“.

„ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს. სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ“.

„სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს. ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ“.

„საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდო. ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე. სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას. გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს“.

Khayyam„არ ჩაიდინო ბოროტება – ბუმერანგივით დაგიბრუნდება“.

„ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყალი ხომ უნდა დალიო“.

„არ შეურაცხყო ის, ვინც რანგით დაბლაა, იქნებ მოვიდეს და რაიმე ითხოვოს“.

„არ უღალატო მეგობრებს, მათ ვერავინ შეცვლის“.

„არ დაკარგო საყვარელი ადამიანები, ვეღარ დაიბრუნებ“.

„არ მოატყუო საკუთარი თავი, დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ ამ ტყუილით შენ თავსვე ღალატობ“.

„ამ ბნელ სამყაროში მხოლოდ სულიერი სიმდიდრე ჩათვალე ჭეშმარიტებად, ის არასოდეს გაუფასურდება“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s