პოლ ვალერი — გამონათქვამები

Posted: 29/06/2015 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

paul_val_ry„მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!“ (ვარიაციები დეკარტზე)

„რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო“.

„აი, რა არის ყველაზე ძნელი ამქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში“.

„ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას“.

„რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და „აზრებით“, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ“.

„ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება“.

„სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით – როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ“.

„ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ“.

„ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს“.

„ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს“.

„ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია“.

„გრიგალს შეუძლია მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი“.

„წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ, რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი“.

„სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება“.

„ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი“.

„სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს“.

„თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი“.albinguillot_laure__paul_valery

„ქარი ძლიერდება… უნდა ვცადოთ და ვიცხოვროთ!“

„ჭკვიანი ქალი ისაა, რომელთან ყოფნისას შეგიძლია ყველა სახის სისულელე გამოამჟღავნო“.

„ის, რაც არაფერს ჰგავს – არ არსებობს“.

„ორი სიტყვიდან სჯობს მოკლე ამოირჩიო“.

„დღე ანათებს ჩემს აზრებს, ჩემი აზრები ანათებენ ჩემს ღამეს“.

„ღმერთო, მე ვიყავი ყოფიერების მეორე მხარეს და სიამოვნებას განვიცდიდი საკუთარ არარაობაში, მე გამომაგდეს ამ მდგომარეობიდან, რათა გამოვსულიყავი ცხოვრების კარნავალზე“.

„ადვლი ყოველთვის ცრუა, რთული კი ყოველთვის უხეირო“.

„გასამართლება არ არსებობს მაყურებლების გარეშე“.

„თუ არ შეუძლიათ შეუტიონ აზრს, უტევენ მოაზროვნეს“.

„სერიოზულ ადამიანს ცოტა იდეები აქვს, ბევრი იდეის მფლობელი ადამიანი არასოდეს არაა სერიოზული“.

„ნურასოდეს განსჯით ადამიანს თავისი მეგობრებით, იუდას საუკეთესო მეგობრები ჰყავდა“.

„ზრდილობიანობა კარგად ორგანიზებული გულგრილობაა“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s