ვინ არის ოშო: იცით თუ ვის ციტატებს აქვეყნებთ?

Posted: 29/07/2015 in პ რ ო ზ ა

mtavarze
„დრაკონის მკვლელობა“ – სიმართლე ოშოზე.

შენ ნდობას ქადაგებ, მაგრამ შენი სახლი სხვებისთვის შეუღწევადია კოშკებითა და მეტყვიამფრქვევეებით. შენ მოსწავლეებს საყვარელ შვილებს უწოდებ, მაგრამ ფარულად უთვალთვალებ მათ ოთახებს. შენ არწმუნებ სხვებს, რომ მთავარია ბედნიერება არა გარეთ, არამედ თქვენს შიგნით, მაგრამ აგრძელებ საკუთარი კოლექციის შევსებას ახალი როლს-როისებითა და ალმასის საათებით. შენს თავს წმინდანს უწოდებ, მაგრამ ჯერ კიდევ გძინავს საკუთარ მოსწავლეებთან ერთად და უცქერ ორგიებს. მაშ ვინ ხარ შენ სინამდვილეში, ბხანგვან ოშო რაჯნიშ?

„ადამიანები მოგზაურებად იქცნენ. ისინი მუდამ გზაში არიან. არასოდეს არაფერს აღწევენ, მაგრამ ყოველთვის სადღაც მიემგზავრებიან: ისინი უბრალოდ გარბიან იქიდან, სადაც ისინი არიან. მაგრამ ყოველივე იგივე რჩება. არაფერი იცვლება. ადგილის შეცვლით კი ვერაფერს გააწყობ. თქვენ შექმენით თქვენი ჰალუცინაცია და მასში ცხოვრობთ. თქვენი სამოთხე და ჯოჯოხეთი თქვენივე ტვინიდან მოედინება. იცხოვრეთ აქ და ახლა. წარსულსა და სამომავლო იდეებზე გულდაწყვეტილი ფიქრით თქვენ ხელიდან უშვებთ თქვენს ნამდვილ ცხოვრებას“. – პირველად ოშოს გადავეყარე ცხოვრების არც თუ ისე კარგ პერიოდში, და მისმა წიგნებმა დეპრესიიდან გამომიყვანეს. მას შემდეგ ოშოს არ დავბრუნებულვარ.
არაფერია გასაკვირი – ბევრნი მოდიან ოშოსთან სულგატეხილნი. ჩემს აზრს იზიარებს ისრაელელი მწერალი და მთარგმნელი, ური ლოტანი, რომელმაც ოშოს კომუნაში 7 წელი იცხოვრა და ამის შესახებ დაწერა წიგნი, სახელწოდებით „ბედნიერება და სასჯელი მის გამო“ („ოშერ ვე იშნო“) – და მე გავემგზავრე ინდოეთში, როდესაც ცოლთან განშორებისაგან ჯერ კიდევ არ მქონდა იარები მოშუშებული და ჯერ კიდევ მიყვარდა.

                                                         მონოლოგი პირველი „ოშოსთან მიახლოვება“
daaxoleba
მე აბსოლუტური ათეისტი ვარ – კატეგორიულად აცხადებს ური. გარდა ამისა, მე კატეგორიულდ არ ვარ მათ შორის, ვინც თავისთვის კუმირებს ეძებს და ვერ ვიტან დიქტატურას. პუნაში (ადგილი, სადაც ოშო იმყოფება) აბსოლუტურ ნიჰილისტად მივედი, მე მესმოდა ამ ადგილის თავისუფლებაზე და ამ ადგილზე სექსუალური თავისუფლების შესახებ. ინდოეთი, ეგზოტიკა, იაფი ნარკოტიკები, ლამაზი გოგონები – რა არის უფრო სასურველი, როცა შენ 25 წლის ხარ, მაგრამ შენ უკვე ხარ ვარსკვლავი (ური ლოტანი, 1970 წელს ცნობილი დიჯეი იყო რადიოსადგურ „გალეი ცახარზე“ – სწორედ მან გააცნო ისრაელს The Beatles, ბობ დილანი და სხვა დასავლური ჯგუფები). პირველ ხანებში კომუნაში ვცხოვრობდი და იქაური ატმოსფეროთი ვტკბებოდი. როცა გაიგეს, რომ ვიყავი დიჯეი და ვმუშაობდი რადიოში, შემომთავაზეს ჩამეწერა და მეთარგმნა ოშოს ლექციები. როცა ზიხარ ლექციაზე ოშოს გვერდით, ეს დიდი პატივია და ყველა გოგოს უნდა შემდეგ შენთან ღამის გატარება. სხვა დანარჩენი მაშინ ნაკლებად მაინტერესებდა.

                                                          მონოლოგი მეორე „ოშოზე დამორჩილება“
dialogi ori
ახლა კი წარმოიდგინეთ ადგილი – აგრძელებს ური, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან ოშოს პორტრეტებია: ისინი ტუალეტშიცაა და საწოლის თავზეც, სადაც შენ სექსით კავდები. შენს მკერდზეც ხის მძივზე ჩამოკიდებული ოშოს პატარა პორტრეტია, რომლის მოხსნაც აბაზანის მიღებისა და სექსის დროსაც სასტიკად იკრძალება. თავიდან გარწმუნებენ, რომ კისერზე ჩამოკიდებულ ოშოსთან ერთად სექსიც სხვა ხარისხისაა, შემდეგ შენც ასე გგონია.
მე კომუნის წევრთა უმრავლესობისგან განსხვავებით აღმოვჩნდი ის, ვინც პირადად ეკონტაქტებოდა ეშოს. ის გასაოცრად ჭკვიანი ადამიანია, ლამაზი და მიმზიდველი – ღრმა ხმით მომნუსხველი, ხელის ტალღისებური მოძრაობით. როცა ოშოს ლექციებს ვიწერდი, მის ფერხთით მჯდომს მიბყრობდა შეგრძნება, რომ გენერატორთან ვიჯექი – ისეთი ძლიერი ენერგია მოდიოდა მისგან. ოშოს უდაოდ ჰქონდა ჰიპნოზური ნიჭი. ერთხელ მასთან პირისპირ საუბრისას ისეთ ეიფორიაში ჩავვარდი, რომ მისი ოთახიდან ხელში აყვანილი გამომიყვანეს, ვიცინოდი ბედნიერებისაგან და რამდენიმე საათი ვერ შევძელი ამის შეწყვეტა. ერთი სიტყვით, თვითონაც ვერ შევამჩნიე როგორ აღმოვჩნდი ოშოს ძალაუფლების ქვეშ. მისდამი ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ტოლფასი იყო.

                                                               მონოლოგი მესამე „პირველი ეჭვები“
pirveli echvebi
ერთხელ მომიტანეს წერილი ივრითულად და მთხოვეს, ინგლისურ ენაზე ოშოსათვის მეთარგმნა. მას მსოფლიოს ყველა წერტილიდან წერდნენ. დავიწყე კითხვა და ვნახე, რომ წერილის ადრესატი არა ოშო, არამედ ისრაელის მოქალაქე და კომუნის წევრი იყო, მისი ნაცნობი გოგოსგან. მე წერილი ადრესატს მივუტანე, აქ კი კომუნის ოფისში მიბარებენ: „სად არის წერილი?“ – „მივუტანე ადრესატს, თქვენ შეგეშალათ, წერილი ოშოსთვის არ იყო“. რაც იქ მოხდა! ჩემს განადგურებას აპირებდნენ. მოგვიანებით გავიგე ის, რომ კომუნაში მოსული ყველა წერილი იკითხებოდა და ყველა ოთახი ისმინებოდა.
შემდეგ იყო ისტორია ერთ გოგონასთან, რომელმაც განაცხადა, რომ ოშოსგან დაფეხმძიმდა. ის მაშინვე აბორტზე გაგზავნეს და გააგდეს კომუნიდან. მახსოვს თვითონაც ვიყავი იმ გოგოზე თავმდამსხმელთა რიგში – „როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო ოშოზე, ის მასტერია, გასხივოსნებული, ქალები მას არ აინტერესებს!“ მოგვიანებით გავიგე ისიც, რომ ოშოს საწოლი უამრავმა მოსწავლემ გაიარა. რაც შეეხება იმ გოგოს, ის დაბრუნდა ისრაელში და რაღაც დროის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

                                                     მონოლოგი მეოთხე „მეოცე საუკუნის მონები“
meoce saukunis monebi
კომუნის წევრთა მთავარი მოვალეობას ოშოსთვის ფულის შოვნა შეადგენდა. ხალხი იქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, კომუნას აძლევდნენ ყველაფერს, რაც კი ჰქონდათ – ფულს, რომელიც სახლის გაყიდვით იშოვეს, დანაზოგებს, მანქანებს. ჰოლანდიის დედოფლის ნათესავმა, კომუნას დატოვებული მემკვიდრებოა, 250 ათასი დოლარი მისცა, თვითინ კი დაპირებული ოთახიც კი ვერ მიიღო. მახოსვს, როცა ისრაელიდან შემატყობინეს, რომ მამა გარდამეცვალა მაშინვე კომუნის ოფისში გამომიძახეს. ვიფიქრე, სამძიმრის თქმა უნდათ, მისულს კი მხოლოდ ერთი ეკითხვა დამისვეს, „თუ რა რაოდენობის თანხა მივიღე მამის გარდაცვალებით?“, კომუნის ბევრ წევრს მშობლები კონვერტებით უგზავნიდნენ ფულს, ადრესატამდე კი არასოდეს მიდოდა.
ჩვენ გამუდმებით გვაგდებდნენ ოშოსთვის ფულის საშოვნელად. ფულის შოვნის ყველაზე მარტივი გზა პროსტიტუცია, ნარკოტიკის გაყიდვა საკრედიტო ბარათებით ათასი სხვა რამ მაქინაცია იყო. კომუნაში 7 წლის ცხოვრების მანძილზე მოვასწარი ვყოფილიყავი ნარკოდილერიც და სუტინიორიც. გარდა ამისა, კლინტებზე ჩემს მეორე ამერიკელ ცოლსაც ვყიდდი, რამდენჯერ გავფრინდი იაპონიაში ტანზე რამდენიმე კილოგრამი ჰაშიშშ მიკრული. მახსოვს, ბომბეიში მივედი ერთ საუდელ შეიხთან, თავი ფრანგად წარვუდგინე და შევთავაზე 1000 დოლარად ეხმარა ჩემი და (კომუნაში ყველანი და-ძმებად ვითვლებოდით). კომუნის უმეტესოა რთულ სამსახურს ასრულებდა – სახლების შენებლობა, გზების დაგება. უქმეები არ იყო. კომუნისთვის უფასოდ ვმუშაობდით 12 საათი. კომუნა ყველას არ უშვებდა საცხოვრებალა და უწევდათ პუნაში ექირავათ ბინა, რის შედეგადაც ფასმა სასინლად აიწია.
ოშომ კომუნის ქალები ორ ნაწილად დაყო: ლამაზები და მახინჯები. პირველთაგან ის ირჩევდა თავის ხელქვეითებს, ხოლო მეორე კატეგორიას კი ძალაუფლებას აძლევდა, რათა კომუნის წევრებზე აეკიდათ თავიანთი კომპლექსები. ერთი ეგეთი მახინჯი კომუნის სამედიცინო ცენტრს ამთავრებდა, კარგად ერკვეოდა შხამებში და იცოდა მათი გამოყენება, რის
გამოც სახელი დაიმსახურა „მედდა მენგელე“.
კომუნაში ქალები ირჩევდნენ მამაკაცებს სექსისთვის და არა პირიქით: ყოველდღე მამაკაცები რიგში უნდა დამდგარიყვნენ. სადაც მათ ქალები ირჩევდნენ ღამის გასატარებლად.
როცა კომუნა იდნოეთიდან ამერიკაში გადაბარგდა (ოშო მაშინნ გარბოდა ინოდეთიდან, რადგან საგადასახადო დავალიანებამ 40 მილიონ დოალრს მიაღწია, ის თავის ჰოლივუდელ მდიდარ მოსწავლეების მიერ ნაყიდი პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა აშშ-ში ნაყიდ ტერიტორიაზე). შემდეგ აშშ-ში გადაბარგდნენ კომუნის წევრები, რომლებმაც ოშოსთვის ვილისა და აუზის მშენებლობა დაიწყეს, მხოლოდ აუზის მშენებლობაზე თვეში რამდენიმე ათასი დოლარი იხარჯებოდა. კომუნის წევრები კი კოტეჯებში ცხოვრობდნენ, ოთახში ექვსი ადამიანი, კონდენციონერის გარეშე.

                                                           მონოლოგი მეხუთე „მითები ოშოს შესახებ“
mitebi oshos shesaeb
კომუნაში მისაღებად საჭირო იყო სემინარებზე ჩაწერა, რაც 200-დან 400 დოლარამდე ღირდა. ერთ სემინარზე ხდებოდა სულიერი სტრიპტიზი, სადაც ყოველ მონაწილეს თავისი პარტნიორისთვის ყოველივე უნდა ეთქვა საკუთარი ცხოვრების შესახებ, რაც 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ზარის ხმა ცვლიდა პარტნიორებში ამბების გაცვლას. მეორე სემინარის კანდიდატებს თვითონ ოშო ირჩევდა ფოტოსურათითა და პრეტენდენტის ხელით დაწერილი თხოვნის წერილით. მას შეეძლო ადამიანის პრობლემები, მისი აუსრულებელი სურვილები სცოდნოდა: ვინმეს გაუპატიურება ან ცემა, ან ორგიაში მონაწილეობა. ასეთი სემინარებიდან ადამიანები ნეკნჩამტვრეულნი ან თვალებჩალურჯებულნი გამოდიოდნენ.
ოშომ იზოლაციის ჯგუფში გამამწესა. მე უნდა ვმჯდარიყავი ჩემს ოთახში, ოშოს ფოტოს წინაშე და არავისთან მქონოდა ურთიერთობა. ნებადართული იყო მხოლოდ სადილზე გასვლა. კისერზე მეკიდა დაფა წარწერით <silence> (დუმილი) და არავინ უნდა გამომლაპარაკებოდა. ეს გამოცდა ჩემთვის გადაულახავი გახდა – მეექვსე დღეს დავილაპარაკე. ოშოს ნიჭი, განჭვრიტოს ადამიანები, მითი აღოჩნდა. ხალხს ანაწილებდნენ იქ, სადაც აკლდათ.
სულიერი სრულყოფილებისთვის ოშო აშორებდა ერთმანეთს დაქორწინებულებს. ამასთან გვიკრძალავდა დავკავებულიყავით საქმით, რომელიც დაგვაინტერესებდა. მაგალითად, მე ბავშვობიდან ვოცნებობდი მწერლობაზე. ოშომ ამიკრძალა წერა. სინამდვილეში მისი მიზანი იყო ბოლომდე დაემორჩილებინა კომუნის წევრები, რათა არავის და არაფერს გადაეფარა ჩვენს თვალებში ოშოს თვალები.
რაც შეეხება სხვა კუმირებს.. ოშო პატივს სცემდა ჰიტლერს, ამბობდა, რომ ჰიტლერი – არაჩვეულებრივი ადამიანია. მას უყვარდა ხშირად გამოყენება მისი სიტყვების იმის შესახებ, რომ „თუ ბევრჯერ იტყვი ტყუილს, ის სიმართლედ იქცევა“. მისი აზრით, ჯონ ლენონი და ფროიდი იდიოტები იყვნენ, განდი მატყუარა, დედა ტერეზა ბრიყვი, ფროიდი მანიაკი. რაც შეეხება სხვებს… ზოგჯერ თავის სიტყვას იწყებდა ასე: „ისეთი პიროვნებები როგორც მე, იესო, ბუდა“.
როცა ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა მის საქციელებში, მაშინვე ეუბნებოდნენ: „შენ უმიზნო ადამიანი ხარ, თუ მასტერის სიტყვებში ეჭვი გეპარება“. გვეუბნებოდნენ, რომ ოშოს აქვს უნარი იგრძნოს ცუდი ენერგია – მაგალითად მრისხანების ენერგია, თუ იჭერდა ოფლის სუნს შენობაში არ უშვებდა. ერთხელ მე არ შემიშვეს და ამის გამო მზად ვიყავი თავი მომეკლა – იმდენად დამოკიდებული ვიყავი ოშოზე.
თუ ლექციაზე ვინმე ახველებდა, მაშინვე გარეთ მოისვროდნენ. სინამდვილეში ოშოს მგრძნობელობას ხმაზე და სუნზე არ ჰქონდა კავშირი ეზოთერიკასთან: ბხაგანს ნარკოტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ვალიუმზე, გამამხიარულებელ გაზზე, რომელსაც კასრებით აწვდიდნენ, ასევე რამდენიმე წამლის სახეობაზე, რომელლის მოხმარებაზეც დიდი ხანი იყო „შემჯდარი“, ამის შედეგად მას შეექმნა ეს აუტანელი შეგრძნება სუნზე და ხმაზე. ერთხელ ვნახე ოშო, რომელსაც მთვრალივით აქანავებდა. ძალიან ცოტას მოძრაობდა და კვირაში ერთხელ ის აუცილებლად გამოდიოდა თავისი ახალი როლს როისით, რათა დიდება მიეღო: გზის გასწვრივ კომუნის წევრები იდგენენ და ბორბლების ქვეშ ვარდის ფურცლებს უფენდნენ. ამ რიტუალს „ყვავილების გზა“ ეწოდებოდა.
პერიოდი, როცა ოშომ დუმილის აღთქმა დადო და ოთხი წელი დუმდა, ესეც მითი აღმჩნდა. თავის საძნებელში ის გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ამის შესახებ კომუნის წევრმა მიამბო, რომელიც ოშოსთან დაახოლებული ერთ-ერთი მახინჯის საყვარელი იყო.
კიდევ ერთი მითი დაკავშირებულია იმასთან, რომ ოშომ არ იცოდა კომუნის ზედამხედველების სასტიკი მართვის შესახებ. ოშოს ყოფილმა მცველმა დაწერა წიგნი „ღმერთის ჩამოგდება“, სადაც ირწმუნება რომ, ოშოს მდივანი ქალი იწერდა ყველა საუბარს, რაც კი ოშოს ოთახში ყოფილა და ის 3 000 კასეტა დღეს აშშ-ს სპეცსამსახურებს აქვთ. ავტორი ირწმუნება, რომ იმ კომუნაში განხორციელებულ იდეათა უმეტესობა ოშოს ეკუთვნის.
როცა გამოგვიცხადეს, რომ სტერილიზაცია უნდა გავიაროთ და რომ ამას ოშო მოითხოვს, ჩვენთვის დაუჯერებელი გახდა. შემდეგ, ერთ ღია შეხვედრაზე მან სტერილიზაციაზე დაიწყო საუბარი და ირწმუნებოდა, რომ ბავშვების გაჩენა ენერგიის დაკარგვაა, რაც აუცილებელია სულიერი სრულყოფილებისთვის. მახსოვს, როგორ ვცდილობდი ეს გიჟური იდეა გამექრწყლებინა ორ ნაცნობ გოგონასთან, მაგრამ მათ გაიარეს სტერილიზაცია. ახლა ისინი ისევე, როგორც მე, 50 წლის ასაკში ვართ, საინტერესოა ამ ყოველივეზე რას ფიქრობენ? როდესაც შიდსზე პირველად დაიწყეს ლაპარაკი, კომუნაში მაშინვე შემოიღეს კანონი პრეზერვატივების გამოყენებაზე და ხელზე რეზინის ხელთათმანების ჩამოცმაზე. „მედდა ვენგელემ“ დაიწყო შემოწმება, თუ ვინ იყო შიდსით დაავადებული, რომელიც ნაკლებ ჰგავდა შემოწმებას, ეს იყო მისი პირადი ახირება. თუ ის გადაწყვეტტდა, რომ ვიღაცას შიდსი ჰქონდა, ქალაქგარეთ ქარავნებთან ასახლებდა.

                                                                   მონოლოგი მეექვსე „განდევნა“
biologiuri terori
ჩემმა ამერიკელმა ცოლმა ჩემზე ადრე მიხვდა ყოველივე და დატოვა კომუნა. ერთხელ დავურეკე მას და ვუთხარი, რომ თავს ვგრძნობ ისე, თითქოს კონცლაგერში ვიყო, ამ მეტყვიამფრქვევეებით კოშკებზე, კომუნის ხელმძღვანელებზე ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ნებართვის აღებით.
ტელეფონზე საუბრიდან ნახევარ საათში ჩემს ქარავანთან ჩერდება მერსედესი, რომლიდანაც გადმოდის კომუნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი „ლედი მაკბეტი“ ორ დაცვის წევრთან თანმხლებით, რომლებიც „უზით“ იყვნენ შეიარაღებულნი, კომუნაში საერთოდ ძალიან ბევრი იარაღი იყო. მეუბნება, რომ ოშომ ჩემი გაძევება მოისურვა და კისრიდან ხის მძივი ოშოს პორტრეტით ჩამომაგლიჯა.
მე შემორჩენილი მქონდა ჩემი ძველი ფორდის გასაღები. მანქანა, რომელიც ოშოს ფონდისთვის მქონდა შეწირული, მოვპარე ოშოს და გავემგზავრე ლოს-ანჯელესში.

ოშოსგან წასვლა ადვილი იყო, აი ოშოს ამოგლეჯა ჩემი არსებიდან კი… რომ არა ჩემი მეგობრები… განდევნის შემდეგ შიგნიდან ვგრძნობდი დიდ შავ ხვრელს, რომელსაც ვერაფრით ვავსებდი. დიდი ხანი ურთულეს დეპრესიაში ვიმყოფებოდი, ვიყავი რაადეკვატური და თავს ვიზიანებდი. გამაგდეს სამსახურიდან, ერთხელ უცნობებმა (რომლებიც არ ვიცი კომუნაში მიცნობდნენ თუ შემთხვევით შევხვდი) ისე მცემეს, რომ რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა, რათა ფეხზე წამოვმდგარიყავი. მათ ვინც დატოვეს ან გამოაგდეს კომუნიდან, ვიცნობდი სულ ხუთს, რომლებმაც თავი მოიკლეს, მათ ვერ შეძლეს ოშოსგან განთავისფლება.

                                                   მონოლოგი მეშვიდე „ოშოს ამერიკული მარცხი“
Osho_(Bhagwan_Shree_Rajneesh)_-_Mug_shot_Multnomah_County,_Oregon,_USA_1985
როცა ოშომ თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი დადგა ორეგონში, პირველი სიტყვები, რაც პათოსის გარეშე წარმოთქვა იყო: „გამაროჯობა ამერიკა, მე ვარ ბუდა, რომელსაც ელოდი!“ მაგრამ ამერიკასთან მიმართებაში ოშო შეცდა. იმ დროისთვის ამერიკელები გულგრილები ყვნენ ეზოთერიკასა და აღმოსავლურ სულიერ სწავლებების მიმართ.
ამერიკელთა პრაგმატიზმა ვერ გაიგო თუ როგორ უნდა მომხდარიყო კომუნაში მუდმივად განახლებულიყო როლს როისებისა და ალმასის საათების კოლექციები, არ ემუშავათ და ამავე დროს არ ეხადათ სახელმწიფოსთვის გადასახადი. გარდა ამისა ამერიკელებს არ ესმოდათ, როგორ უნდა ეძულებინათ ადამიანი 12 საათი ემუშავა და არაფერი გადაეხადათ მისთვის.
ოშოს რეცეპტი ინდოეთში სავსებით გასაგებია: ამ პერიოდში გაჩაღებული იყო სექსუალური რევოლუცია, თავისუფლება, რაც მთელს მსოფლიოში ხდებოდა 1960 წელს. ოშომ უბრალოდ დაიჭირა ეს პერიოდი და სექსს სულიერი ლეგიტიმაცია მისცა, რაც ახალგაზრდების თვალში განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. კარგად მახსოვს ჩემი მაშინდელი გრძნობები კომუნაში, ვარ 25 წლის, ვარ მეფე, ყველა ლამაზი ქალი ჩემია, თავისუფალი ვარ, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მთელს მსოფლიოში ჯგუფური სექსი „ორგიად“ იწოდებოდა, კომუნაშ კი ოშომ მას „სულიერი მუშაობა“ დაარქვა.
როცა კომუნა ორეგონში გადასახლდა, მოხდა საშიში ფაქტები. როცა კომუნამ გადაწყვიტა პოლიტიკური ძალაუფლება მოეპოვებინა, კომუნის ერთი ჯგუფი გაემგზავრა დალასში, სადაც ქუჩებში სალმონელინს ასხამდნენ, რაც მასიურ ეპიდემიას იწვევდა. დაავადდა 750 ადამიანი (შემდეგ ეს ფაქტი აშშ-ში პირველ ბიოტერაქტად ჩაითვალა) გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობისთვის აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით ადგილობრივი ხალხი იყო საჭირო. კომუნის წევრებმა მოისყიდეს ლოტები და მაწანწალები, რომლებიც არჩევნების შემდეგ გაქრნენ, ერთი კი მოკლული იპოვეს. საქმე ძალიან შორს წავიდა: დაიწყო გამოძიება, კომუნის წევრები ორჯერ დააკავეს, რომლებიც მართავდნენ ბომბებით გატენილ ვერთმფრენს და რომელიც ტერნეტის სახლს უნდა დაჯახებოდა და სავარაუდოდ კატაპულტირება მოახდინეს, მაშინ ერთ კომუნაში ვცხოვრობდი. ის სავარაუდო ტერაქტამდე ერთი დღით ადრე გაიქცა.
ოშო დაკავებული იქნა და ციხეში ორი კვირა გატარა, მისი ჯგუფის 20 წევრი კი გერმანიაში გაიქცა, სადაც დააკავეს და აშშ-ში დააბრუნეს. ისინი გაასამართლეს და ციხეში 7 წელი გაატარეს. რაც შეეხება ოშოს, ადვოკატების წყალობით მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გადაიხადა ნახევარი მილიონი დოლარი, რის შემდეგაც დატოვა აშშ თავისი ჰოლივუდელი მიმდევრების პირადი თვითმფრინავით. კრიტის კუნძულიდან დეპორტირებული იქნა. საბოლოოდ ოშო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ინდოეთში და გადაეხადა ამ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი. ოშოს კომუნა ძალიან მალე აღორძინდა ძველ ადგილას – პუნაში.

                                                               მონოლოგი მერვე „დრაკონის ოჯახი“

drakonis ojaxi
დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ განვთავისუფლდი ოშოსგან. მაგრამ დიდი ხანი ვიხდიდი საზღაურს მასთან 7 წლის ცხოვრების გამო, სადაც ნარკოტიკებს ვიყენებდი. რამდენიმე წელი ვერაფრით ვაერხებდი დაძინებას. მხოლოდ ძლიერი წამლები მაძლევდნენ რამდენიმე საათიან სიშვიდეს. შემდეგ აგროფობიით დავავადდი – გაშლილი სივრცის შიშით და თვეობით არ გამოვდიოდი სახლიდან.
მათთვის, ვინც კომუნაში ერთი და ორი თვით მოვიდნენ, ყოველივე სულიერ ტრავმად შემოუბრუნდათ, რა გვაჩერებდა იქ? მთელი სამყარო ჩვენთვის ორად გაიყო, „ჩვენ“ და „ისინი“ – ისინი, ვისაც არ ჰქონდა კავშირი კომუნასთან, ვისთვისაც გაუგებარია ის, რაც ჩვენ მოგვცეს. ჩვენგან უმეტესობა ასაკიანი იყო, ასეთ ასაკში ადამიანთა უმეტესობა ოჯახს ქმნის, კარიერას, მომავალს. ჩვენ კომუნას მივეცით ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა – საუკეთესო წლები, ფული, გამოუყენებელი შესაძლებლობები, და გამოვედით იქიდან უოჯახოდ, უშვილოდ, უბინაოდ, უმუშევრად, უპროფესიოდ…

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ოშო გარდაიცვალა შიდსით, მოერე ვერსიის თანახმად იმ ნარკოტიკული წამლების შედეგად, რასაც მრავალი წელი იყენებდა. გვამი არ გაუჭრიათ. ოშოს გვამი დაწვეს ინდური ტრადიციისამებრ. მის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე თავი მოიკლა ინგლისელმა ქალმა – ვივეკმა, რომელიც 30 წლის მაძილზე მისი ჩრდილი იყო და ყველა ლექციაზე მის ფეხებთან იჯდა.
აშრამ ოშო დღემდე არსებობს. გამიმართლა, შიდსით არ დავავადდი და არც თავი მომიკლავს, ამიტომ ვალდებულებად მივიჩნევ თავს, რომ ყველას მოვუყვე კომუნის სისტემის შესახებ. მე ვიყავი მიამიტი, გავერთე ფალსიფიცირებული ლიდერის იდეით და ლამის საკუთარი თავი დავკარგე, საკუთარი მეობა. ვნანობ გახარჯულ ენერგიას, დაკარგულ წლებს. მე ვერიდები ადამიანებს, რომლებიც დღემდე ოშოს გავლენის ქვეშ არიან, მაგრამ მათთან შეხვედრა, ვინც ჩემსავით განიკურნა, მრცხვენია, ისევე როგორც მათ. ჩვენ არაფერი გვაქვს მოსაგონარი.

სტატიის ავტორი: შელი შრაიმანი
თარგმანი: ირაკლი თორია

კომენტარები
  1. ოშო ერთი სიაფანდი ტიპია, როგორც სხვა მისიონერი. მაგრამ რასაც იგი ყველა წიგნში თვითონვე ავრცელებს, ამ მწერალს რატომ გონია, რომ თავად აღმოაჩინა? მაგალითად, ამბობდა, რომ ორგია არის ერთ-ერთი საშუალება ტანტრაში მონაწილეობის და სექსის რელიგია გააპოპულარა. ამის მერე ვის უნდა გაკვირვებოდა, რომ ვიღაც გოგო შეიძლებოდა ფეხმძიმედ ყოფილიყო? რასაც წერს, მასეთია ოშო ნამდვილად, მაგრამ ამას რა აღმოჩენა უნდოდა, ისედაც ყველა სოფელში თვითონვე ღაღადებდა :))

  2. mamuka ამბობს:

    ვიცოდი, რომ ეს ბებერი მელა ძალიან გარყვნილი და ბოროოტი არსება იყო, პირველად “კარიბჭეში” წავიკითხე მის შესახებ. კარგია, რომ ეს პოსტი დაწერე, იმედია ოშოს ფანები წაიკითხავენ და თვალები აეხილებინათ
    (Y) მაგარი პოსტია

  3. Gia ამბობს:

    http://www.oregonlive.com/rajneesh/index.ssf/2011/04/part_one_it_was_worse_than_we.html
    Esec gadatargmnet ra. Oregonshi mis saqmianobazea detalurad saubari

  4. Regina ამბობს:

    ჰო, აზრები კარგი ჰქონდა, საქციელი კი ვერა…

    მივიღოთ მისი აზრები და გადავაგდოთ მისი საქციელი!

  5. revaz ამბობს:

    როგორ უადვილდებათ ერთ წიგნ წაუკითხავ ადამიანებს ათასობით წიგნების (წერილების, ლექციების, საუბრების და ა.შ.) დამწერ გენიოსებზე კრიტიკული შინაარსის შემცველი საუბრები?!..

  6. temo ამბობს:

    tqven xart cxvrebi xan marjvniv midixart xan marcxniv gaachnia martva ramdenad zlieri iqneba.tqvenx art cxvrebi

  7. 45687 ამბობს:

    არც მაგისი აზრები მინდა და არც მაგისი სქციელი, და არც ოშოს ხსნება, ოშოს ფანატებს კი რომც დაუდო ეს ყველაფერი არ დაიჯერებენ, ზღაპარიაო ოტყვიან,
    და მაგიტომაც არიან #ლეები, რომ სიმართლის დანახვა არ უნდათ, კიდევ იტყვიან ოშო გასხივოსნებული იყოო, თუ გასხივოსნებული იყო, რა ჩემ #ლედ უნდოდა 8 მილიონად ღირებული მანქანა და ვილები? ინტერნეტი ხომ გააქვთ? კარგია კარგი, ამ ფილმს უყურეთ ყველამ კარგად

    რომ იცოდეთ, ოშოც ტიპიური სექტანტი იყო, აბა რა იყო

  8. 45687 ამბობს:

  9. Raul Morgoshia ამბობს:

    მოკლედ რამდენი რამ სცოდინია ამ ადამიანს ოშოზე, ისიც კი ვის რამდენი გადაუხადა და რამდენი აიღო..ვალი რამდენი დარჩა და ა.შ მეეჭვება რომ სინამდვილე იყოს ყველა დიდ ადამიანს ყავს შურიანი ზირის გამომთხრელი.. და არამარტო დიდ ადამიანებს 🙂

  10. Raul Morgoshia ამბობს:

    ძირის თხრა და ასეთი? 🙂

  11. 45687 ამბობს:

    რომ იძახით ვინ იცის ოშოს რამდენი ქონდა ვალიო, ეს ნაწერი ქართულად კი არაა დაწერილი, ნათარგმნია ინგლისურიდან ვერ ხედავთ?

    ძირის თხრა არაფერ შუაშია, ოშომ ხალხი მიიზიდა თავისი ,,ტკბილი ქადაგებით” და ყველაფერი წაართვა რაც ჰქონდათ.

    ამაზე თავად ის კაცი ლაპარაკობს რომელმაც ოშოს კომუნაში გაატარა 7 წელი. მაგრამ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ კაცს თუ არ უნდა რიყეზე ქვას ვერ დაინახავს. .

    ვაი თქვენს პატრონს. . .

    • panteleimoni ამბობს:

      სინამდვილეში ოშომ თავისი შესაძლებლობები ამოწურა დედამიწაზე მან ეს შესაძლებლობა ყველანაირი ხერხით გამოიყენა გასასხივოსნებლად… ამავე დროს მიუხედავად იმისა რომ ის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე საშიში დამნაშავე იყო და საშინელებებს სჩადიოდნენ მისი მოწაფეები ამ ფაქთს და რეაქციას ის იყენებდა გავლენისთვის მისი მოწაფეეფი მკვლელებიც იქნებოდნენ ..იმდენად უშიშარ თემებზეა აქ უკვე საუბარი …ოშო ნამდვილად ბუდააა და ძნელია ასეთი დამნაშავის ფსიქიკას ჩაწვდე…მან იცოდა რომ იყო დამნაშავე ჩვენი აზრით მაგრამ ის არ ითვალისწინებს ამას…ის პირდაპირ ამბობდა ჩემი მიმდევრობა არის ჩემი არათანმიმდევრულობა ის აბსოლიტურად დაუმორჩილებელია ამ თავისივე არათანმიმდევრულობაში…. ის იყო შეშლილი თავისი იდეის ირგვლივ მან ყველანაირ ზგვარს შეძლო გადაბიჯება… ის არიყო პიროვნება ის იყო ….ის იყო ზღვარს გადასული შეშლილი… ამავედროს ყველასბან განსხვავებული და თანაც განსწავლული იმაში რასაც ქადაგებდა.

  12. […] ამას, მაგალითად, ამჟამად პოპულარული ოშო რაჯნიში აკეთებდა, სიახლეს უკვე აღარ […]

  13. dheeraj ამბობს:

    ეს სტატია 90იან წლებშია დაწერილი დროდარო “აცოცხლებენ”. საოცრება იცით რა არის? ადამიანი მოკვდა და მაინც ებრძვიან. წარმოიდგინეთ მოკვდა ოშო და მას მაინც ბევრი მტერი ყავს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს რომ ის ძალიან ძლიერი იყო. მილიონობით მოსწავლე ჰყავდა და მათი რიცხვი დღემდე იზრდება. ამ სტატიაში უამრავი ინფორმაციაა დამახინჯებული მისი ბიოგრაფია დეტალურად ვიცი რამდენიმე მოსწავლისაგან რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ ინდოეთშიც და აშშ-შიც. კა გე ბე-ში იყო ასეთი მე-9 ბლოკი, მისი მიზანი იყო ინფორმაცია ისე დაემახინჯებინათ, რომ სიმართლის გარკვევა შეუძლებელი ყოფილიყო. ასე რომ მასთან დრემდე ბრძოლა იმაზე მიუთითებს რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ის რომ ძლიერი არ ყოფილიყო არავინ დაუწყებდა მას ბრძოლას, მაგრამ ებრძვიან ებრძვიან და ამ ბრძოლით მხოლოდ მის სიძლიერეს ადასტურებენ…

  14. David ამბობს:

    გრცხვენოდეს

  15. Kato ამბობს:

    მადლობა ირაკლის,საინტერესო წასაკითხი იყო ჩემთვის:)

  16. მარიამ ამბობს:

    მე წავიკითხე ოშოს ორი წიგნი და გაჩერებას არ ვაპირებ, აქ დაწერილი სიმართლეც რომ იყოს ჩემთვის არაფერს ცვლის,მაგ: არსებობს ბევრი ვიდეო სადაც თვითონ მამაოები ამბობენ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მხოლოდ რიტუალია და არანაირი სასწაული არ ხდებაო, თუმცა ორესღაც ერთხელ მოხდა, ფუნდამენტალისტ მართმადიდებლებს მაგას დააჯერებ?ყველა თვითონ ირჩევს რას დაიჯერებს.ერთის მოსმენაც უნდა შეგეძლოს და მეორისაც… მაგრამ მოსმენის მსჯელობის და გაანალიზების გარეშე ტყუილად არ უნდა მიედ-მოედო რაღაცეებს…

  17. დათო ამბობს:

    მე მჯერა, ამ სტატიის ავტორის.

Leave a reply to Raul Morgoshia კომენტარის გაუქმება