ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი — გამონათქვამები

Posted: 16/06/2016 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

antoine-st-exupery„მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან“.

„სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ“.

„გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით“.

„ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია“.

„რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის“.

„შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“.

„მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია“.

„სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს“.

„სიცოცხლე – ესაა თანდათანობით დაბადება“.

„სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის“.

„ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო, ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები“.

„პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით“.

„გუნდურად სიმღერა ერთია სიმღერის მოფიქრება კი მეორე“.
Antoine-de-Saint-Exupéry-in-cocpit-of-Lockheed-F-5B
„ვისზეც მბრძანებლობ იმის სიყვარული შეიძლება, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უნდა უთხრა“.

„ის რაც ქვეყნის ღირსებაა, შეიძლება გადარჩენილი იქნეს მხოლოდ მისი არდავიწყებით. ქვეყნის ღირსებას კი შეადგენს: გულმოწყალებას, სიყვარულს ადამიანისა და მისი შინაგანი სამყაროს ცოდნას“.

„არ არსებობს ვითარება, რომელიც ჩვენში გააღვიძებს იმას, რაც არ ვიცოდით, რაც არ შეგვიმჩნევია და არ გვიფიქრია“.

„გეშინოდეს ვინმეს შეურაცხყოფის, რადგან ადამიანი შეურაცხყოფას არ ივიწყებს მანამ, სანამ შურს არ იძიებს“.

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ წყალი აუცილებელია ცხოვრებისთვის, რადგან თვითონ წყალია ცხოვრება“.

„ადვილია დაიმორჩილო საზოგადოება მისი წევრების გარკვეული კანონებით შემოსაზღვრისას, ადვილია დაიმორჩილო უსინათლო, რომელიც ადვილად ემორჩილება მის გამცილებელს ან წინამძღოლს. ძალიან ძნელია ადამიანი გაანთავისუფლო და ასწავლო მას საკუთარი თავის პატრონობა“.

„თუ ადამიანი არ ფიქრობს ისევე, როგორც მე, ეს მე არ მავნებს, არამედ პირიქით მამდიდრებს. ჩვენი ერთობა გვქმნის ერთ ადამიანად, რომელიც სხვა ინდივიდზე მეტია“.

„სრულყოფილება მაშინაა მიღწეული, როცა ვერაფერს მოაშორებ და არა მაშინ, როცა ვერაფერს დაამატებ“.

„ბედნიერებასთან მის ძიებას არ მივყავართ, თუ მის ძებნას დაიწყებ დაჯდები და იქნები მჯდომარე, არ გეცოდინება რომელ მხარეს მიენდო. მაგრამ შენ შრომობ ხელების ჩამოუშვებლად, შენ ქმნი და ამის სანაცვლოდ შენ ჯილდოვდები ბედნიერებით“.

„მეგობრობა ეს უპირველეს ყოვლისა სულების თანწყობა და მათი ერთობაა, ყოველგვარი მატერიალურის გავლით“.

„არასოდეს დაკარგო მოთმინების უნარი – ეს უკანასკნელი გასაღებია, რომელიც კარს აღებს“.

St-Exupery-1„ადვილია იპოვო მეგობარი, რომელიც მზადაა დაგეხმაროს, უფრო რთულია დაიმსახურო მეგობარი, რომელსაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება“.

„ცხოვრებაში არ არის მზა გადაწყვეტილებები, ცხოვრებაში არის მოძრავი ძალები, რომელიც უნდა შექმნა და გადაწყვეტილებებიც თავისით მოვა“.

„უნდა იცხოვრო სიცოცხლის მთელი დატვირტვით, რასაც ტანჯვა და სიხარული მოაქვს, აი ეს არის ნამდვილი სიცოცხლე“.

„ჭეშმარიტება ის არის, რაც ქმნის სამყაროს მარტივად და არა ის, რაც ქაოსში აგდებს მას. ჭეშმარტიების დამტკიცება შეუძლებელია, ჭეშმარიტება უბრალოებაა“.

„ადამიანის ჭეშმარიტება არის ის, რაც ხდის მას ადამიანად, ჭეშმარიტება არ დევს ზედაპირზე. განსაკუთრებით თუ ეს არის რელიგია, კულტურა, საგნების განსაზღვრება, ეს ყველაფერი თქვენი საქმიანობის ფორმაა რომელიც აძლევს ადამიანს შეიგრძნოს სულის სიმრთელე, ყოვლიშშემძლეობა რომელსაც საკუთარ თავში ამჩნევს, აი ეს არის ადამიანის ჭეშმარიტება“.

„კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რის გამოც ცხოვრება ღირს“.

„მეფეები არასოდეს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – „მეფობენ“.

„ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე“.

„ადამიანის ცხოვრება შეუფასებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქცევით ისე, თითქოს კიდევ არსებობდეს რაიმე უფრო ძვირად ღირებული“.

„სიყვარული უპირველეს ყოვლისა ლოცვაში გავარჯიშებაა, ლოცვა კი დუმილში გავარჯიშება“.

„ომი არ არის თავგადასავალი, ომი ავადმყოფობაა როგორც შავი ჭირი“.

„შენ ცხოვრობ შენს მოქმედებებში და არა სხეულში. შენ – ხარ შენი მოქმედებები“.

„ადამიანი უპირველეს ყოვლისა შემოქმედია, მეგობრობა კი ის, როცა ერთად შრომობენ“.

„ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ამით ღმერთს დაუკავშირდა მთელი კაცობრიობა და ყოველი ადამიანი მის გამოგზავნილად აქცია და ამავდროულად ერთი ადამიანის ხელშია მთელი სამყარო“.

„ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი“.

„მიზანი გეგმის გარეშე, მხოლოდ სურვილია“.

„მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების მიმატება-გამოკლების მეტი არაფერი უკეთებია. მთელი დღე ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო და ამპარტავნულად იბღინძება, მაგრამ კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s