ჯიმ მორისონი — გამონათქვამები

Posted: 16/06/2016 in ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

Jim_Morrison„უმთავრესი მხარე თავისუფლებისა არის იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. თქვენ ვაჭრობთ თქვენი რეალობით თქვენივე როლისთვის. თქვენ თმობთ უნარს, რომ განიცადოთ და სანაცვლოდ ატარებთ ნიღაბს“.

„სიყვარულს არ ძალუძს გიხსნას საკუთარი ბედისწერისგან“.

„არის ნივთები, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არა გვაქვს და არის ნივთები, რომელთა შესახებაც წარმოდგენა გქვაქვს, ხოლო მათ შორის კი არის კარები“.

„მომავალი ნისლშია გახვეული, დასასრული კი ყოველთვის ახლოა“.

„ყოველი ადამიანი, რომელიც მართავს იმფორმაციის გავრცელებას, აკონტროლებს სხვათა გონებას“.

„ხალხი უცნაურია, როდესაც შენ უცხო ხარ“.

„მეგობრებს ძალუძთ დაეხმარონ ერთმანეთს გარდაუვალ სიტუაციებში. ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც გაგრძნობინებს სრულ თავისუფლებას საკუთარ თავთან“.

„ხალხს უფრო მეტად ეშინიათ სიკვდილის, ვიდრე ტკივილის. უცნაურია, რომ მათ ეშინიათ 1401x788-20110101_gaf_g49_138964სიკვდილის. ცხოვრება უფრო მეტ ტკივილს გაყენებს, ვიდრე სიკვდილი, რადგან სიკვდილის ჟამს ტკივილი დასრულებულია“.

„ფაქტობრივად არ მახსოვს დაბადება. ეს უნდა მომხდარიყო ჩემი ერთ-ერთი ბოიკოტირების დროს“.

„მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც უბიძგებენ დანარჩენებს იმისკენ, რომ არაკომფორტულად იგრძნონ თავი“.

„მისმინე, ნამდვილი პოეზია არ გეტყვის არაფერს. ის მხოლოდ გიღებს ყველა კარს, რომელშიაც შეგიძლია ისეირნო იმ ადამიანებთან, ვინც შენ გაკმაყოფილებს“.

„თითოეული თაობას სურს ახალი სიმბოლიკა, ახალი ხალხი, ახალი სახელები“.

„ნარკოტიკები სანაძლეოა თქვენს გონებასთან“.

„სიძულვილი სწორედ შეუფასებელი ემოციაა“.

„ეს არის ისეთი უცნაური ცხოვრება, რომელიც მე არასდროს წარმომედგინა“.

„თუ ჩემი პოეტურობის მიზანია მივაღწიოთ რამეს, ეს ნიშნავს, რომ მივაწოდო ხალხს ისეთი შეზღუდული გზებით, რომლებშიაც ისინი ნახავენ და იგრძნობენ“.

„როდესაც მშვიდობას ამყარებ უფროსობასთან, თავად ხდები ერთ-ერთი უფროსთაგანი“.

„მუსიკა აღვივებს ტემპერამენტს“.

„ფილმის მაყურებლები არიან მშვიდი ვამპირები“.

„ძალადობა ყოველთვის არ არის ბოროტება. ბოროტებაა ძალადობით გატაცება“.

4c04f95d47cf72221bf6a06a10c4d8ee_large„აქედან ვერავინ გადის ცხოცხალი“.

„ძალაუფლება იგრძნობა განცდილი ტკივილის გადალახვით“.

„სწორედ ის ჟამია, როცა საჭიროა მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. დროა – ვიცოცხლოთ, დროა – ვიცრუოთ, დროა – ვიცინოთ და დროა – მოვკვდეთ. პატარავ, გულთან ახლოს ნუ მიიტან… მწუხრში ნუ ჩავარდები, ნურასოდეს დაეცემი და მიიღე ისე, როგორც სინამდვილე გვიჩვენებს“.

„სიკვდილი ადამიანებს ანგელოზებად გვაქცევს და არწივის ბრჭყალებივით გვარჭობს ფრთებს იქ, სადაც წინათ ბეჭები გვქონდა“.

„ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები იტყუებიან როცა ამტკიცებენ, რომ მათ უნდათ თავისუფლება, მტკიცედ დგანან იმაზე, რომ თავისუფლება მათთვის მიუწვდომელი ძლიერი სურვილი, წმინდა და ძვირფასია. მაგრამ ეს ხომ ბინძური სიცრუეა. ხალხს ეშინიათ იყვნენ თავისუფლები, ისინი ეჭიდებიან თავიანთ მიზნებს“.

„იბრძოლეთ საკუთარი ტკივილის შეგრძნების უფლებისთვის“.

„სიყვარული სიზმარიცაა, მაგრამ არ გაგიკვირდეს თუ ერთხელ ცრემლებში გაგეღვიძა“.

„იცი მეგობარო, შენ ან გჯერა საკუთარი თავის, ან ეცემი!“

„არავინ უწყის, თუ როდის მოგიწევს შეასრულო შენი უკანასკნელი სიმღერა“.

„თუ თაობას აქვს თავისუფლება, მას ამასთანავე ეძლევა თვითგანადგურების უფლებაც“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s